სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსი ჩატარდება
12-04-2021
-
+


ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობენ კონკურსებშიც. ამის დასტურია კონკურსი, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაგეგმა და რომელიც ეხება დედამიწის საერთაშორისო დღეს. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო მასალად ამავე თემატიკის ნახატები შეირჩევა.

„კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევრები მიიღება 15-დან 20 აპრილის ჩათვლით! 20 აპრილის შემდგომ მიღებული ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, აქედან ორი ხელოვნების მასწავლებლის, ერთი კი მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ იქნება შერჩეული. კონკურსში ჩართულ ყველა მონაწილეს კი გადაეცემა ვირტუალური სიგელი.

I,II, III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. ნამუშევრები კი, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიაწოდონ კლასის დამრიგებელს ან მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს. გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნულია ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება