| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში სკოლაში დასწრებითი სწავლება არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. აქ სასკოლო საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნავს, თუმცა იმავდროულად, სხვადასხვა პროექტში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები.
სამების საჯარო სკოლის მე-9 კლასში, ფიზიკაში გაიმართა სემინარი თემაზე - „ელვა, როგორც ფიზიკური მოვლენა“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წარმოადგინეს პრეზენტაცია ელვისა და ელვის შემდგომი პროცესის - ჭექა-ქუხილის წარმოშობის, გავრცელების შესახებ. საინტერესოდ ისაუბრეს ელვის სხვადასხვა სახეზე, მათ სიმძლავრესა და ბუნებაზე. სემინარის მონაწილეებმა შეარჩიეს და აჩვენეს ფილმი ელვისგან დაცვის საშუალებებზე. სემინარს უძღვებოდა ფიზიკის პედაგოგი - გურამ ჩიგოშვილი, რომლის ძალისხმევით მოსწავლეებს საგანი ძალიან უყვართ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა