სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ელექტრონული ჟურნალის დანერგვა პროგრესია“, - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
01-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

კუკური ნაცვლიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან კარგია ელექტრონული ჟურნალი, მივესალმები, თუ მისი წარმოება სავალდებულო გახდება; რაც შეეხება პედაგოგებს, მათ მარტივად გაართვეს თავი და ნამდვილად აღარ საჭიროებენ დახმარებას.

ქეთევან მურცხვალაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის დანერგვა თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, ინტერნეტის გამო; მოგეხსენებათ, ხვამლის მთის ძირშია ჩვენი სოფელი და სკოლა, ოჯახებში კი არ გვაქვს ინტერნეტი, მხოლოდ სკოლაში და ისიც, არა ყველა ოთახში; მაგრამ მოინდომეს პედაგოგებმა ძალიან და ვახერხებთ კიდეც ელექტრონული რესურსების გამოყენებას. უკვე დავხვეწეთ ისე, რომ ყველა გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ჯერ მატერიალურ ჟურნალში შეგვაქვს მონაცემები და შემდეგ, უკვე გადაგვაქვს ელექტრონულ ჟურნალში. რა თქმა უნდა, მომწონს და კარგი იქნება, გახდეს სავალდებულო, რადგან ადვილად გეძლევა რედაქტირების საშუალებაც და უფრო  მოწესრიგებულია. სასიკეთოა სკოლისთვისაც და დირექტორისთვისაც.

რუსუდან ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერ შეფასებების გაკეთება მიჭირს... იანვრიდან დავიწყეთ აქტიურად მუშაობა, წინა სემესტრშიც ვმუშაობდით, მაგრამ არა, სრული დატვირთვით; დადებითია ის, რომ ნიშნის საბოლოოდ გამოთვლა უფრო ადვილია და ვფიქრობ, ობიექტურიც იქნება, მაგრამ ცოტა გვიჭირს, რადგან ერთი კვირის მერე რედაქტირების შესაძლებლობა  არ გვაქვს და რამე თუ გამოგვრჩა, ვერ გამოვასწორებთ. რადგან ჯერ საპილოტე პროგრამაა, ვფიქრობ, დაიხვეწება და ჩვენც მივეჩვევით გამართულად მასში მუშაობას.

მურთაზ მანდარია, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის დანერგვა პროგრესია, მხოლოდ ამ პროგრესს განვითრება სჭირდება, მოგეხსენებათ, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, ინტერნეტი, ფაქტობრივად, არ არის, ამიტომ ვერ ვმუშაობთ, როგორც საჭიროა... თუ ეს გამოსწორდება, რა თქმა უნდა, მივესალმებით - ზოგადად,  ყველანაირი სიახლე არის წინგადადგმული ნაბიჯი; თუ შესაძლებლობა გვექნება და თუ ხმას მიაწვდენთ ვინმეს, რომ სკოლასა და პედაგოგებს ჰქონდეთ წვდომა გამართულ ინტერნეტთან, ჩვენც დავნერგავთ ელექტრონულ ჟურნალს.

ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მომწონს და კარგი იქნება ნამდვილად სავალდებულო გახდეს, პედაგოგებიც, ფაქტობრივად, უკვე დახმარებას აღარ საჭიროებენ, ისე მარტივად დაეუფლნენ; ტექნოლოგიებს მანამდეც ხშირად ვიყენებდით უკვე საგაკვეთილო პროცესში, თავიდან თითქოს ტექნიკურად რაღაც პრობლემა იყო, მაგრამ მხოლოდ ექაუნთის გამო და ისიც გავასწორეთ... წელს ეს საპილოტე პროგრამაა,  პირველ სემესტრს წარმატებით გავართვით თავი, მივყვებით მეორესაც, ორივე ჟურნალს ვაწარმოებთ ამ ეტაპზე, გაისად კი თუ სავალდებულო იქნება, მზად ვიქნებით ყველანაირად. უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ,  ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ  მივყვებით ყველა ტექნოლოგიურ თუ პროგრამულ ცვლილებას.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება