სიახლეები
სკოლები

გაეცანით ჭოგნარის, კვახჭირისა და თერჯოლის N1 საჯარო სკოლების პედაგოგის თამარ შანიძის საინტერესო კომპლექსურ დავალებას
01-04-2021
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელების ჭოგნარის, კვახჭირის და თერჯოლის N1 საჯარო სკოლების გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი თამარ შანიძე კომპლექსურ დავალებას წარმოგვიდგენს რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

კომპლექსური დავალებების არსი და მისი გამოყენების პერსპექტივა

თანამედროვე სწავლების პირობები, არ გულისხმობს მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ მიდგომებსა და მეთოდებს სასწავლო გარემოში. ეს იმ ნაკლოვანებებსაც მოიაზრებს, რომელებიც დევს სასწავლო პირობებში. რა არის დღეს აღსაზრდელთა საჭიროებები?, რატომ გახდა საჭირო მოსწავლეთათვის კომპლექსური დავალებების შემოტანა და ამ ,,სასწავლო კულტურის“ დამკვიდრება?

არსებობს ტერმინები, რომლებსაც ძალიან ხშირად არაპირდაპირი მნიშვნელობით ვიყენებთ და დროთა განმავლობაში ასევე მკვიდრდება. აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში იჩენს თავს, როცა რაიმეს სიახლის სახით ვიღებთ. ახლის მიღება ჩვენს რეალობაში გულისხმობს იმ მოცემულობის მიღებასაც, სადაც ეს სიახლე გაჩნდა, გაძლიერდა და იქცა მისაღებ სიახლედ, ასევე ეს მოვლენა დეტერმინირებულად გულისხმობს იმ საჭიროებებს, რომლებმაც გააჩინა და შემდგომ დაბადა სხვებისთვის სიახლე. ის განსაკუთრებით ორ შემთხვევაში გვესაჭიროება: პირველი, როცა სიახლე აგვარებს ჩვენს რეალობაში არსებულ პრობლემებს და მეორე როცა ეს სიახლე ამარტივებს მანამდე არსებულ საჭიროებებს და უფრო ეფექტურს და მოქნილს ხდის მათ.

როდესაც ვსაუბრობთ სასწავლო გარემოში ,,კომპლექსური დავალებების“  დანერგვაზე, ამ შემთხვევაში ვეთანხმებით იმ თავისებურებებს, რაც ამ ინსტრუმენტით სწავლებასთანაა დაკავშირებული. ისმის შეკითხვა: „კომპლექსური დავალების“ ის ნიმუშები, რომლებიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში იქმნება, შეიცავენ თუ არა იმ ელემენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ „კომპლექსური დავალებებით“ სწავლებას მოიაზრებს?

დავიწყოთ ტერმინ „კომპლექსურის“ გაანალიზებით. იმით თუ რას გულისხმობენ უცხოელი კოლეგები ტერმინთან მიმართებაში. და რა განსხვავებაა ამ ორ ზედსართავ სახელ რთულსა და კომპლექსურს შორის? 

დავალებას ჰქვია კომპლექსური, თუ ის შეიცავს იმდენ ელემენტს თუ ასპექტს, რომელიც ყველა არსებულ ელემენტთან ან ასპექტთან ვერ ასოცირდება, თუმცა შესაძლოა საერთო კავშირის მოძებნა.

კომპლექსური დავალება მოიცავს პრობლემის კონკრეტიზაციის შესაძლებლობას, შინაარსის, საგნის თვალსაზრისით, თუ რომელი ტექნიკითა და მეთოდით შეიძლება მისი დამუშავება, აგრეთვე იმას თუ რომელი გზით და რომელ დონეზეა შესაძლებელი მისი გადაჭრა. მოსწავლეებმა ამ შესაძლებლობებიდან უნდა აირჩიოს მათთვის მისაღები გზა და პრობლემის გადასაჭრელად მიიღონ გადაწყვეტილებები. ასეთი გადაწყვეტილებების მისაღწევად საჭიროა, პირველ რიგში, თვით ამოცანა პოტენციურად შეიცავდეს ალტერნატიულ გზებს, რომ საშუალება მოგვეცეს დავალების განსხვავებულად, სხვადასხვა ტექნიკითა და მეთოდით შესრულებისთვის. მის საფუძველში კომპლექსური ამოცანის არსი მდგომარეობს მისი მოგვარების მიდგომაში ალტერნატიული გზების არსებობაში. პროცედურათა ალტერნატივა მიზეზ-შედეგობრივად იწვევს შედეგების დაგეგმვას ან სათანადო მასალების შერჩევას. (Landesinstutut für Lehrerbildung und Schulenentwiklung, Hamburg, 2008)

კულტურის მენეჯმენტის ბლოგზე ანდრე სმარტმა ბლოგზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიაც საუბარია რთულ და კომპლექსურ დავალებას შორის არსებულ განსხვავებაზე. იმავე საკითხს განიხილავენ გერჰარდ ვოლანდი და მატიას ვიმაიერი თავიანთ სახელმძღვანელოში. მათი მოსაზრება ისეთივეა, როგორც სმარტის მოსაზრება. 
(https://kulturmanagement.blog/2008/10/20/was-unterscheidet-komplizierte-und-komplexe-aufgaben)
           
„ცოდნით შეიძლება რთული დავალების შესრულება, მაგრამ მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობებით საკმარისია კომპლექსური დავალების შესრულება“.
         
ამრიგად, კომპლექსურ სიტუაციებს წარმოქმნის დინამიკა და იმართება შესაბამისი უნარით. რთულ დავალებებს კი შესაბამისი ცოდნა სჭირდება გადასაჭრელად.

ამდენად, ჩნდება შეკითხვა რა იგულისხმება ცოდნასა და შესაძლებლობას შორის, როცა დავალების გადაჭრაზე მიდგება საქმე? თუ წავიკითხავთ ანდრე სმარტის ბლოგპოსტს შეიძლება ცოდნისა და შესაძლებლობის დიქოტომია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ. ცოდნა ეს გამოდის თეორიული მოცემულობა, ხოლო შესაძლებლობა (გონებრივი თუ ფიზიკური) რაღაც პრაქტიკული უნარი, თეორიული ცოდნის ტრანსფერული უნარების ფლობა. ამდენად, განსხვავება რთულ და კომპლექსურ დავალებას შორის ნათელია. პირველ რიგში საქმე ეხება ლოგიკური პირობების სისტემად დაკავშირებას, რომელიც აღარ ფუნქციონირებს მარტივი ”თუ-მაშინ” პრინციპების მიხედვით, მაგრამ არის რთული და დინამიური.
         
ცოდნის სააგენტოს წარმომადგენელი, ბიზნეს ქოუჩი და კონსულტანტი ალექსანდრა გრასლერი დაკავებული იყო ამ საკითხის კვლევით და ამ საკითხთან დაკავშირებით მან საინტერესო ახსნა მოგვცა. მაშინ როცა კომპლექსური დავალებები თავის შიგნით ხასიათდება სისტემაში პოტენციური მოწესრიგებულობით, რთული დავალებები მოიაზრებს სისტემურად მოუწესრიგებლობას, სირთულეს, დაბნეულობას.

„თუ რაიმე უფრო და უფრო რთული ხდება, ისე რომ მისგან ახალი მოწესრიგებული მდგომარეობა ვერ მიღწევა, მას არაფერი აქვს საერთო კომპლექსურობასთან“.
„Wenn etwas immer komplizierter wird, ohne gleichzeitig neue Ordnungszustände zu erreichen, hat das noch nichts mit Komplexität zu tun“.

ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების პროფესორი, ვოლფგანგ ჰალეტი, დარწმუნებულია, რომ კომპლექსური დავალებები ინგლისური ენის გაკვეთილზე იმაში შეიძლება დაგვეხმაროს, რომ უნარიანი მოსწავლეები აღმოვაჩინოთ და შემდეგ მხარი დავუჭიროთ სწავლის პროცესში. როგორ ხდება ეს? გაკვეთილში არსებობს ძალიან ბევრი სახის დავალების ტიპები, რომელთა შორის არის აგრეთვე ისეთი ტექსტი გამოტოვებული ადგილებით, ან ნახევრად ღია დავალებები, რომლებიც უმეტესად დიდ ძალისხმევას, ან კონკრეტულ პასუხს ითხოვს. ასეთი დავალებები ხელს უშლიან მოსწავლეთა ინდივიდუალური  მიდგომების გამოვლენა- განვითარებას, რადგან ამ შემთხვევაში, ასეთი დავალებებით პედაგოგი აკონტროლებს იმას, თუ რომელი კოგნიტური და ენობრივი უნარი შეიძლება გააქტიურდეს. (https://www.thur.de/philo/som/somkomplex.htm)

ამდენად, მოსაზრებიდან გამომდინარე კომპლექსური დავალება ცალკეულ სავარჯიშოთა და დავალებათა შემდეგ შეიძლება იყოს წარმატებული, სხვა შემთხვევაში ის შესაძლოა გაიბნეს დავალების პირობაში. 

ამის საპირისპიროდ წარმოგვიდგენია ჩვენ კომპლექსური, უნარებზე ორიენტირებული დავალებების მნიშვნელობა. ასეთი დავალების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობას აძლევთ აღსაზრდელებს მისი ინდივიდუალური ცოდნა და რესურსები გაააქtიურონ და გამოიყენონ დასმული პრობლემის, დავალების გადასაჭრელად. ამ შემთხვევაში თქვენ იყენებთ იმ პასუხებს, რომლებიც კონკრეტული დავალებისა და სამუშაოსთვის მნიშვნელოვანად მიიჩნევა. მათში ამ დროს მობილიზებულია ყველა წარმოსახვითი და ხელმისაწვდომი კოგნიტური პოტენციალი, ასევე ენის ცოდნა, რომლებსაც მოსწავლეები აღიარებენ და ფლობენ. ასეთ შემთხვევაში კომპლექსური დავალება მოიაზრებს ღია ტიპის პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ დავალებებს, რომლებიც კარგადაა სტრუქტურირებული.
           
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ,,ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პედაგოგებს შემოეთავაზათ  კომპლექსური დავალების ფორმა. შემუშავდა ნიმუში, რომელიც იწყება სასწავლო მიზნებითა და შედეგებით. ისინი ამოღებულია ეროვნული სასწავლო გეგმიდან, ასევე აქვეა წარმოდგენილი სამიზნე მცნებები და სხვა, რაც პედაგოგს აძლევს საფუძვლიან წარმოდგენას იმაზე, თუ რა მიზნებსა და შედეგებზეა ორიენტირებული არსებული კომპლექსური დავალებებისათვის მიძღვნილი გაკვეთილები.  ცნობილია, რომ თეორიული თვალსაზრისით კომპლექსური დავალება ითვალისწინებს პედაგოგისა და მშობლის ჩართულობის გარეშე, მოსწავლის მიერ დავალების დამოუკიდებელ ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში შესრულებას.
           
ჩატარებულმა ექსპერიმენტმა უცხო ენაში, რომელიც ითვალისწინებდა არსებული მოცემულობით აღსაზრდელთათვის დამოუკიდებელი დავალებების სახით კომპლექსური დავალების მიცემას, შემდეგი სურათი აჩვენა, მათ დავალების დიდი ნაწილი დამოუკიდებლად ვერ შეასრულეს, გამომდინარე იქედან, რომ მათ ჯერ კიდევ ესაჭიროებოდათ მითითებები მოცემული ნიმუშის შესასრულებლად და ასევე ენაში ენობრივი და გრამატიკული ელემენტების ცოდნა. აქვე დავსძენთ, რომ ასეთ სიტუაციაში მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ დავალების შესრულების უნარს აღსაზრდელს სძენს საგნობრივი ცოდნა.
         
თუ კომპლექსური დავალების არსში ამ მაგალითის მიხედვით ვიგულისხმებდით, იმას, რომ საკმარისი იქნებოდა აღსაზრდელს არა თუ ტექსტი, არამედ ნახატი შეესრულებინა და ამგვარად, პროექტის სახით წარმოედგინა, ეს ვერ იქნებოდა ენობრივი კომპეტენციების მიზნებზე ორიენტირება, რაც აღსაზრდელის ენობრივ ცოდნას ვერ წარმოაჩენდა, როცა ენის შესწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერას, კითხვას, მოსმენას და საუბარს. ამ ოთხი უნარის განვითარება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება გრამატიკულ დონეზე ენის დაუფლებას, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენაში, რადგან ბევრი შემთხვევაა, როცა მშობლიურ ენაში მეტყველების ნაწილების შესწავლას წინ უსწრებს უცხო ენის ენობრივი ერთეულების ბრმად დაუფლება გაზეპირების გზით, რაც ბევრ კითხვებს ბადებს აღსაზრდელში. ისმის შეკითხვა, როგორ უნდა შეასრულოს მოსწავლემ დავალება დამოუკიდებლად, როცა უცხო ენისა და მშობლიური ენის ენობრივი ელემენტების ცოდნა მისი ცოდნის არსენალში ჯერ არ არის დასისტემებული? პრაქტიკული სწავლების სურათი შემდეგი სახის რეკომენდაციებისა და საჭიროებების საშუალებას იძლევა, აღსაზრედელისათვის არსებითია:

•    მშობლიური ენის გრამატიკული ერთეულების დაუფლების აუცილებლობა.
•    უნარები, ქართულად აზროვნების პირობებში, უცხო ენაზე წინადადებების შედგენისას ენობრივი შესაბამისობების მოსაძებნად.
•    ასევე, აღსაზრდელმა უნდა შეძლოს უცხო ენის შესწავლა არა მხოლოდ სიტყვის, ასევე წინადადების და ტექსტის დონეზე, რაც მათ საშუალებას მისცემთ კომპლექსური დავალებები დამოუკიდებლად შეასრულონ, ეს კი ამ ტიპის დავალებისთვის ყველაზე  ნიშანდობლივი თავისებურებაა.

ამრიგად, კომპლექსური დავალებების შესასრულებლად საჭიროა მიდგომებისა და სწავლების სტრატეგიების მაქსიმალური ცვლილებები, რომელიც მოამზადებს აღსაზრდელებს ცოდნის დამოუკიდებელი და პრაქტიკული ტრანსფერისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.    Landesinstutut für Lehrerbildung und Schulenentwiklung, Hamburg, 2008
2.    https://kulturmanagement.blog/2008/10/20/was-unterscheidet-komplizierte-und-komplexe-aufgaben

კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
სკოლებში დასვენების დღეები 3 მაისიდან 7 მაისამდე გაგრძელდება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
„ქართული მარტო ენაა?! კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეგრძელი იყავ ენავ დედაო!“, - ამ სიტყვებით კი დასრულდა ღონისძიება
სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება