TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის-თამარ სამსონიძის ავტორობით სოციალურ უთანასწორობაზე ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნი შეიქმნა
26-03-2021
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ავტორობით სოციალურ უთანასწორობაზე ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნი შეიქმნა. წიგნში განმარტებულია სოციალური უთანასწორობა, სოციალური სტრატიფიკაციის ფორმები.

„ელექტრონული წიგნი- „Social Inequality“/ „სოციალური უთანასწორობა“ შექმინილია Erasmus+ -ისა და eTwinning-ის ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო პროექტისათვის სახელწოდებით „Tolerance“/ „ტოლერანტობა“.
პროექტის ხელმძღვანელი და ელექტრონული წიგნის ავტორი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - თამარ სამსონიძე.
ელ. წიგნში განმარტებულია სოციალური უთანასწორობა, სოციალური სტრატიფიკაციის ფორმები.
რა არის სტრატიფიკაცია?
საზოგადოების დაყოფა იერარქიულ ფენებად სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, რომლის შედეგია უფრო მაღალი და უფრო დაბალი ფენების არსებობა. სოციალური განსხვავებები საზოგადოებაში სტრატიფიცირდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მახასიათებლის (მაგ., სიმდიდრის, კაპიტალის) ფლობა ან არფლობა იქცევა სისტემის შიგნით ინდივიდების მთავარ გამანაწილებელ პრინციპად. ს. სოციალური უთანასწორობის საფუძველია, რამდენადაც ის გულისხმობს უფლებებისა და პრივილეგიების, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების, სოციალური კეთილდღეობის, ძალაუფლებისა და ა.შ. არათანაბარ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის. სოციალური ს–ის უამრავი კონკრეტული ფორმა არსებობს. თუ ხდება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ინდივიდების დაყოფა, როდესაც, ზოგადი სახით, გამოიყოფა ორი სტრატა – მდიდრები და ღარიბები – მაშინ ხდება ეკონომიკური დიფერენციაციაც. თუ საზოგადოებაში არსებობს იერარქიულად განსხვავებული რანგები ძალაუფლების სხვადასხვა ხარისხის შესაბამისად, პრესტიჟის, ავტორიტეტის და სხვ. ფლობის თვალსაზრისით, როდესაც საზოგადოება, ზოგადად, იყოფა მმართველებად და მართულებად, ხდება პოლიტიკური ს. ხოლო მაშინ, როდესაც საზოგადოება დაყოფილია სხვადასხვა საქმიანობის მქონე ჯგუფებად, ეს მიუთითებს პროფესიულ ს–ზე. სხვადასხვა საზოგადოება იყენებს ინდივიდების იერარაქიული განლაგების განსხვავებულ პრინციპს. ტრადიციული საზოგადოებები ხშირად მიმართავენ მემკვიდრეობით მახასიათებლებს, მაშინ როცა თანამედროვე საზოგადოებები იყენებენ სიმდიდრეს ან შემოსავალს.
სოციოლოგიური კონცეფცია სტრატიფიკაცია (ლათ. - ფენა, ფენა) ასახავს საზოგადოების სტრატიფიკაციას, მისი წევრების სოციალურ სტატუსში არსებულ განსხვავებებს. სოციალური სტრატიფიკაცია არის სოციალური უთანასწორობის სისტემა, რომელიც შედგება იერარქიულად მოწყობილი სოციალური ფენისგან (ფენისგან). ფენა იგულისხმება, როგორც ადამიანთა ნაკრები, რომლებიც გაერთიანებულია საერთო სტატუსის ნიშნებით“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.


იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება