სიახლეები
პიროვნება

„სახელმძღვანელოს ყველაზე ზუსტი შემფასებელი საგნის მასწავლებელია“ - ქვედა სიმონეთის N1 სკოლის დირექტორი ნათია აბულაძე
25-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია აბულაძის ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ვფიქრობ, ინიციატივა მისაღებია, რადგან მოსწავლის შეფასება განმსაზღვრელიც და განმავითარებელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა და მეორე მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების პერსპექტივას ქმნის ყველა მოსწავლეში. მასწავლებელთა რეკომენდაციებში, ვფიქრობ, ყველაფერი დადებითი ჩაიწერება და მარტო რეკომენდაციები კურსდამთავრებულებისთვის ვერ იქნება ვალიდური. თუ  განმავითარებელ შეფასებას დავნერგავთ სკოლებში, საბოლოო რეკომენდაციების დაწერა არ გახდება საჭირო. სწავლის ხარისხის დონის ცვლილებას მოსწავლე თვითონ გააკონტროლებს. კარგად დაინახავს მის ძლიერ ან სუსტ მხარეებს და ასე შემდეგ. სკოლიდან დადებითი რეკომენდაციის დაწერის გულწრფელი რეალობის წინაშე, განმავითარებელი შეფასების დანერგვის შემდეგ დავდგებით. კლასგარეშე საქმიანობაც მნიშვნელოვანია, თუმცა, ნებაყოფლობითი. საკითხს ღრმა ფიქრი და მუშაობა სჭირდება. სასიამოვნოა რომ სკოლის როლის აქტუალობას მიექცევა ყურადღება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პროფესიის არჩევის დროს და სასურველი სპეციალობების მონიშვნამდე, საკუთარ თავს ჰკითხონ: რა სურთ, რატომ სურთ და რას შეძლებენ. პროფესია აუცილებლად მათი ინტერესიდან და შესაძლებლობებიდან  გამომდინარე უნდა შეარჩიონ. მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პიროვნული შესაძლებლობები პროფესიაში. საქმე უნდა უყვარდეს, როცა დასაქმდება. პროფესიის სიყვარულს მოაქვს წარმატება პიროვნებისთვის და წარმატებული პროფესიონალი საზოგადოების სიძლიერე და დასაყრდენია. ასე აშენდება ქვეყანა. დარჩენილი პერიოდი გამოცდებამდე მღელვარეა, განცდით და მოლოდინით აღსავსე. სიმშვიდე ძალიან წაადგებათ. არ მოდუნდნენ, კვლავ იმეცადინონ, იმუშაონ. ყველაფერს შეძლებენ. მიზნებს აუცილებლად მიაღწევენ და რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- აქ მოკლედ გიპასუხებთ - საექსპერტო კომისიამ მოქმედი მასწავლებლების აზრი უნდა გაითვალისწინოს. სახელმძღვანელოს ყველაზე ზუსტი შემფასებელია საგნის მასწავლებელი.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ტექნოლოგიურ განვითარების სწორად დანერგვას მიესალმება. წლევანდელი სასწავლო წელი დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, კარგად დაგვანახა ელექტრონული ჟურნალის სავალდებულო საჭიროება. ჩემი სკოლა ორივე ჟურნალს აწარმოებს, მოწესრიგებული და აწყობილი გვაქვს ელ ჟურნალის წარმოება. ვიყენებთ მობილურ ინტერნეტს, სკოლის ან საკუთარ კომპიუტერებს. მართალია, მცირე ხარვეზები აღმოსაფხვრელია, მაგრამ საჭირო და დროულია ელექტრონული ჟურნალის დანერგვა. პრობლემა სკოლების მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტიზაცია და ტექნოლოგიებით აღჭურვაა. ვიცი, რომ ბევრ სკოლაში აღარ არის მსგავსი პრობლემა, მაგრამ არიან სკოლები, სადაც ჯერ კიდევ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი და გასაახლებელი კომპიუტერული ლაბორატორიები გვაქვს.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- კოლეგებს მოთმინებასა და მხნეობას ვუსურვებ. თქვენ ყველაზე რთულ პერიოდში გიწევთ მუშაობა და უძლიერესები ხართ. მე სასწავლო ნაწილის დარგში მოადგილე გახლდით და დირექტორის მოვალეობას ვასრულებ ამჟამად მოადგილის გარეშე. მარტომ შევძელი პროცესის მართვაც და წარმართვაც იმიტომ, რომ ძლიერი და ჭკვიანი პედაგოგიური კოლექტივი მყავს. რთულია ძალიან, მაგრამ შიშისა და დაბნეულობის დრო არ მაქვს. მიზნად დავისახეთ, რომ სასწავლო პროცესის უწყვეტობა შეგვენარჩუნებინა და ჩვენ ეს შევძელით. არც ერთი სამუშაო დღე სასწავლო პროცესის გარეშე არ წარმართულა, როგორც დასწრებულ ასევე დაუსწრებელი ფორმატით. რთული დღეებიც გვქონდა და ნერვიულობის მიზეზებიც, მაგრამ მივიწევთ წინ.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება