სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ფართის მოიჯარისთვის კოვიდტესტირება სავალდებულოა და პასუხისმგებლობა დირექტორს ეკისრება
29-03-2021
-
+

სკოლებში სახელოვნებო წრეების ფუნქციონირება უკვე განახლდა. რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის გათვალისწინებით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სკოლების ხელმძღვანელებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ იჯარით გაცემული ფართების დამქირავებლების მიმართ.

საქმე ის გახლავთ, რომ არსებული წესის მიხედვით, სკოლის პერსონალის მინიმუმ 20% ყოველ ორ კვირაში ერთხელ კოვიდტესტირებას გადის და თუ დირექციის მიერ, მინიმალური ზღვარი არ შესრულდება, სკოლა 10 000 ლარით ჯარიმდება; მაგრამ საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა სკოლა იჯარით გასცემს ფართებს? ევალებათ თუ არა ფართის დამქირავებლებსაც კოვიდტესტირება? და რაც მთავარია, ვისი პასუხისმგებლობაა, თუ ეს წესი დაირღვევა?

როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, პირი, რომელიც სკოლის ფართს იჯარით იღებს, ავტომატურად ხდება სასკოლო საზოგადოების წევრი; შესაბამისად, როგორ მასწავლებელი ან დირექტორი, ისიც ვალდებულია ჩაიტაროს კოვიდტესტი; სავალდებულო მინიმალურ 20 პროცენტს ექვემდებარება და თუ უარს იტყვის, მაშინ დგება სკოლისთვის სანქციის დაკისრების საკითხი და რადგან სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ჯარიმა 10 000 ლარს შეადგენს.

ასე, რომ იჯარით გაცემული ფართების მეპატრონეებზე პასუხისმგებელი სკოლის დირექტორია და ტესტირების საკითხიც თავად უნდა დაარეგულიროს.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება