სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორებს ვუსურვებ გამძლეობას“ - თემურ ყავრიშვილი, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი
23-03-2021
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი, თემურ ყავრიშვილი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს იმ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს განათლების სფეროში საკმაოდ აქტუალურია; ეროვნული გამოცდები, რჩევები აბიტურიენტებისთვის, სასკოლო სახლემძღვანელოები, ელექტრონული ჟურნალი... სასკოლო საზოგადოება დღეს ამ თემებზე მსჯელობს და ხანდახან კამათობს კიდეც. ბატონი თემურ ყავრიშვილი კი საინტერესო აქცენტებს აკეთებს და საგანმანათლებლო სფეროს პროცესებს აფასებს.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ინიციატივას, რაც გულისხმობს სკოლის საშუალო ქულის გათვალისწინებას უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას, მივესალმებით. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები მასწავლებლებისაგან და კლასგარეშე მუშაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ყველაფერს მასწავლებლები ყოველდღიურად ისედაც აკეთებენ; აი, სკოლის საშუალო ქულის გათვალისწინება კი, ვფიქრობთ, ერთგვარი მოტივატორი იქნება როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მნიშვნელოვანია, აბიტურიენტი ზუსტად გაერკვეს, რა სურს, რა შეუძლია და რაში გამოიყენებს. გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი კი,  შერჩეული მიზნის განხორციელებისთვის  შესაბამისი და საჭირო საგნების საფუძვლიან მომზადებას მოახმაროს.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ის ხალხი, ვინც ძირფესვიანადაა გარკვეული ამ სფეროში, ანუ განათლების სისტემის პროფესიონალები.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- დადებითად; ვფიქრობთ, რომ მასწავლებლებმა ძირითადად, იოლად დაძლიეს ეს პროცესი.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- დირექტორებს ვუსურვებთ გამძლეობას, მიზანმიმართულ მუშაობას და თანამშრომლებთან მაქსიმალურ კოლეგიალობას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება