TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ყოველთვის, ყველა სიტუაციაში მზად უნდა იყოს სირთულეებთან გასამკლავებლად“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა ოჩხიკიძე
19-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა ოჩხიკიძე ესაუბრა.

კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რომ საჭიროა კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა-ფლობა, ინტერნეტის გამოყენებით სიახლეებთან მუდმივი და სწრაფი წვდომა, აქტიური ვირტუალური ურთიერთობები, სასწავლო-შემეცნებითი მასალის ბაზის წვდომა, კომპლექსური დავალებების ბანკის შექმნა-მოძიება და სხვ.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- სკოლა ყოველთვის, ყველა სიტუაციასა და მდგომარეობაში, მზად უნდა იყოს სირთულეებთან გასამკლავებლად, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად  გაგრძელდეს. ჩვენი, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და მასწავლებლების, უშუალოდ აქტიური და მყისიერი რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ახალ გამოწვევებთან გამკლავება; პანდემიის და ჩაკეტილობის მიუხედავად სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა, ისეთი მასწავლებლებიც კი რომლებსაც წინათ ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან არანაირი წვდომა არ ქონდათ, სწრაფად ჩაერთვნენ ონლაინ სწავლებაში და ძალიან კარგი შედეგებიც აჩვენეს. აქედან გამომდინარე ყველა აღნიშნავს, რომ  აუცილებელია თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ და XXI  საუკუნის გამოწვევა-თანამედროვე ტექნოლოგიები კარგად ავითვისოთ და ყოველთვის უნდა გაგვაჩნდეს საგანგებო სიტუაციებისას და საჭიროებების შემთხვევაში ალტერნატიური გეგმა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მძიმე და დაძაბულობით ,შიშით აღსავსეს.... ძალიან ბევრი აქტივობები, პროექტები და  ღონისძიებები გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო სიტუაციამ ხელი შეგვიშალა, თუმცა ონლაინ მაინც განვახორციელეთ გარკვეული ღონისძიებები. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა, თუმცა იყო ხარვეზები ტექნიკური კუთხით და როგორც გვინდოდა ისე სრულყოფილი არ იყო, სულ სხვაა სასწავლო პროცესი სასკოლო გარემოში, შეზღუდვების გარეშე. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხაროდა...

- ის, რომ ინოვაციურ მეთოდებს უზიარებდნენ ერთმანეთს, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად და ნაყოფიერად, რომ  წარმართულიყო ერთხმად-ერთად შეეჭიდნენ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს. მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, რომ მიუხედავად ინტერნეტ დამოკიდებულებისა ( XXI საუკუნის ახალგაზრდების სენი) ბოლო პერიოდში თითქოს მოდუნდნენ და ონლაინ პროცესში პასიურობდენენ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად გაიცნონ  შვილები, მხოლოდ სკოლაზე ნუ გადაიტანენ პასუხისმგებლობას, ახლო კონტაქტი იქონიონ სკოლის წარმომადგენლებთან, ხშირად ესაუბრონ შვილებს და დამრიგებელთან ერთად იმსჯელონ შვილების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, ერთად ეძებონ გზა შვილების უკეთესი მომავლისაკენ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ბოლო წლებში: მას შემდეგ, რაც გამოსაშვები გამოცდები მოიხსნა, ბავშვების ნაწილი  ნაკლებ ინტერესს გამოხატავს სასწავლო პროცესში ჩართულობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ დააინტერესონ ისინი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება