სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ელექტრონულ ჟურნალში ყველაზე კარგი ისაა, რომ მშობლებს ყოველდღიურად შეუძლიათ შვილის აქტივობის და დასწრების ნახვა“ - თბილისის N192 სკოლის დირექტორი
18-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -ს თბილისის N192 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გოჩალეიშვილი ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მნიშვნელოვანია სკოლის დაწერილი შეფასებების გათვალისწინება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას. მეტიც, რატომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს, როდესაც ეს გამოცდილება აქვს ევროპისა და ამერიკის განათლების სისტემებს?- სხვადასხვა მოდელებია, მაგრამ ყველგან გადამწყვეტია სკოლის ქულა. იქნებ გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

 - ეს შეკითხვა, ალბათ სჯობია დაუსვათ ეროვნული გამოცდების ცენტრს.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ ?

- მე საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით, უფრო ფრთხილი ვიქნებოდი. სჯობია ჩაერთონ საგნის სპეციალისტები და ლომის წილი, მათ შორის, უნდა მოდიოდეს მოქმედ მასწავლებლებზე. ძალიან ხშირად სახელმძღვანელოს ავტორები არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა ასაკს და ამ ასაკის შესაძლებლობებს. ასევე, მიმაჩნია, რომ სახელმძღვანელოები (პროგრამაც) გადატვირთულია და უკეთესი შედეგის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ უარესს. მოკლედ, მე გამარტივების მომხრე ვარ. ვთვლი, რომ სჯობია ცოტა ვასწავლოთ და ძალიან  კარგად, ვიდრე ბევრი და უხარისხოდ.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას, რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- მე მომწონს ელექტრონული ჟურნალები. ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია. რაც შეეხება შეფერხებებს, ეს დროის საკითხია და გამოსწორებადია. ყველაზე კარგი, რაც ამ ჟურნალებშია, არის ის, რომ მშობელს ექნება შესაძლებლობა შვილის დასწრება-მოსწრება ყოველდღე თავად ნახოს. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- აქ მხოლოდ ამის თქმა შეიძლება -  „ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგივლენს, რისი გადატანაც არ შეგიძლიაო“ და კიდევ „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო“. რადგან ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, ე.ი. იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება