სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უნივერსიტეტმა უნდა გაითვალისწინოს სკოლაში მოსწავლის წარმატება და მიღწევები“ - თბილისის N217 სკოლის დირექტორი რუსუდან ქელდიშვილი
17-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  თბილისის N217 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რუსუდან ქელდიშვილს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ვაფასებ დადებითად, რადგან მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტმა უნდა გაითვალისწინოს სკოლაში მოსწავლის წარმატება და მიღწევები.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტის ცხოვრებაში პროფესიის არჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი  ეტაპია, რადგან არჩევანი განსაზღვრავს მათ მომავალს. ამიტომ, პროფესიის არჩევისას, ყურადღება უნდა გაამახვილონ საკუთარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ მახასიათებლებზე; ასევე, მოიძიონ ინფორმაცია პროფესიებისა და შრომის ბაზრის შესახებ, რათა მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, ვაკეთებდეთ იმას, რაც გვიყვარს და რაც გვაინტერესებს.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია და შესაბამისად,  მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების განხილვისა და ანალიზის პროცესში.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- მიმაჩნია, რომ ელ. ჟურნალის წარმოების დანერგვა აუცილებელი იყო. დოკუმენტური ჟურნალისაგან განსხვავებით, მასში მუშაობა ბევრად ადვილია; პროგრამას თვითონ გამოჰყავს საბოლოო ქულა. იგი კარგია იმითაც, რომ მშობლებს აქვთ წვდომა ჟუნალზე და ღებულობენ ყოველდღიურ ინფორმაციას შვილების მოსწრებისა და გაცდენების შესახებ, თუმცა პრობლემები ამ მიმართულებით არის. საჭიროა, ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილი იყოს კომპიუტერით და ინტერნეტით, რომ მასწავლებლებმა დოულად შეძლონ ინფორმაციის ასახვა ჟურნალში.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- 2020 წელს განათლების სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა covid-19-ის პანდემიით შექმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე. პანდემიამ  განათლების გაციფრულების აუცილებლობა უფრო პრიორიტეტული გახადა. სკოლები იძულებული გახდნენ, მორგებოდნენ ახალ რეალობას და გადასულიყვნენ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე. სირთულეების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევას  კარგად გავართვით თავი და გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიეთ, რადგან სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი - მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ერთად , ორგანიზებულად იყო ჩართული ბავშვის სწავლის პროცესში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება