სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო არქევანის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში წარმატებით მონაწილეობს
24-02-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ქვემო არქევანის საჯარო სკოლა eTwinning-ის საერთაშორისო გუნდის აქტიური წევრია. პროექტში წარმატებულ საქმიანობაზე კი სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი, სალომე გოჩოლეიშვილი პირადად გვესაუბრება:

ქვემო არქევანის საჯარო სკოლა 2019 წლიდან შეუერთდა eTwinning-ის საერთაშორისო ქსელს, რაც წარმატებული სტარტი აღმოჩნდა პროექტში ჩართული მასწავლებლისა და მოსწავლეებისთვის.  იმავე წელსვე, სკოლამ მოიპოვა გამარჯვება  ითვინინგის ეროვნულ კონკურსში „მულტიმედია რესურსების დამზადება სასკოლო დემოკრატიის თემაზე". 2020 წელს კი წლის საუკეთესო პროექტების კონკურსის ფარგლებში სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - სალომე გოჩოლეიშვილი დაჯილდოვდა საერთაშორისო პროექტისთვის Climate Change: Earth Month.

ამავე წელს განხორციელებული საერთაშორისო  პროექტისთვის Stay at home, learn at home - ქვემო არქევანის საჯარო სკოლას მიენიჭა ითვინინგის ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნებიც.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს,  ქვემო არქევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პროექტებში: STEAM space, Generation Z professions, ecoMATE cliMATE, Dream and Design.

რაც შეეხება პროფესიული განვითარების კუთხით eTwinning-ის ეროვნული სამსახურის მხარდაჭერას, ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ითვინერმა მასწავლებელმა, სალომე გოჩოლეიშვილმა გაიარა  შემდეგი ტრენინგ-კურსები:  „პროექტების დაგეგმვა ვებ 2 ინსტრუმენტების გამოყენებით", „კლიმატის ცვლილება: როგორ ვუპასუხოთ მოსწავლეთა გაზრდილ ინტერესს", „პროექტების ეფექტურად მართვა ითვინინგის პორტალის სივრცეში". მან ასევე მონაწილეობა მიიღო ითვინინგის საერთაშორისო კონფერენციაში Steam and Climate Change  და მოხსენებით წარდგა  ითვინინგის  ეროვნულ კონფერენციაზე „კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები".

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება