სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ
22-02-2021
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარმატებით მიმდინარეობს, არსებული რეგულაციებისა თუ რეკომენდაციების სრული დაცვით. უზრუნველყოფილია მოსწავლეთა და სკოლაში მომუშავე თითოეული პირის უსაფრთხოება და ამის შესახებ სკოლის დირექციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით!

გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია მასზედ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ისე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

1.სკოლა აღჭურვილია დეზობარიერებითა და ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით.

2.სველი წერტილები ფუნქციონირებს გამართულად, ყოველთვის არის წყალი, თხევადი საპონი, ხელსაწმენდები.

3.კლასების მიხედვით მოსწავლეები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა შემოსასვლელში, 1-6 კლასები ცენტრალური შემოსასვლელიდან,ხოლო 7-12  კლასები ეზოს კარიდან.სადაც,რა თქმა უნდა, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

4.თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ყოველ დილით.

  1. სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირი გადაადგილდება პირბადით.ასევე,პირბადის გამოყენება სავალდებულოა მე-5 კლასიდან ზევით ყველა მოსწავლისთვის, რომლითაც უზრუნველყოფს მშობელი.

 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაცნობოთ covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული  გამოწვევები და ცვლილებები.

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად სკოლის ყველა პერსონალი დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით გავდივართ  პერიოდულ ტესტირებას.

ბ)თითოეულმა მშობელმა იცის რეგლამენტი და გაკვეთილების ცხრილი.

გ)საკლასო ოთახები ლაგდება სისტემატურად, ყოველდღე სველი წესით, საგაკვეთილო პროცესის დრო სუფთავდება კარის სახელურები და ფანჯრის რაფები. დამლაგებლები აღჭურვილები არიან სადეზინფექციო საშუალებებით, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი სითხეებით, რითაც სისტემატურად ხორციელდება საკლასო ოთახების დალაგება. ასევე, საპირფარეშოები სუფთავდება ყოველ გაკვეთილზე.

დ)covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ სკოლა აღჭურვილია:დეზობარიერებითა და მისი სითხეებით, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი სითხეებით,ხელის სადეზინფექციო სითხეების მარაგით,თერმომეტრებით, საიზოლაციო ოთახით ცხელებიანი მოსწავლეებისთვის.

ე) მოგეხსენებათ, დროებით შეჩერებულია ბუფეტის ფუნქციონირება,ამიტომ, რეკომენდირებულია, მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით.

ვ)ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დროებით არ ფუნქციონირებს სასკოლო წრეები.

ზ)სავალდებულოა, V კლასიდან ზევით, ყველა მოსწავლემ ატაროს პირბადე.

თ)მშობლებთან კომუნიკაცია ძირითადად ხდება დისტანციურად. განსაკუთრებულ შემთხვევებში წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ვიზიტი დირექციასთან.

ცნობილია, რომ  მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ თითოეულმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

!ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას;

!სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსისა და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;

!ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მაშინვე შეატყობინოს სკოლას;

!სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე,უმოკლეს ვადაში წაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან;

!დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრებს;

!ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება ,სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება