სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასიამოვნოდ საკვირველია მოსწავლეების ცოდნა, უნარი და ალღო ციფრულ ტექნოლოგიებში“- ნუნუ ლობჯანიძე, ღების საჯარო სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, დროულ ინფორმაციებს და ტექნოლოგიურ განვითარებას ალტერნატივა არა აქვს“, - აღნიშნული განცხადება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის დირექტორმა, ნუნუ ლობჯანიძე გააკეთა.

etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში, მან ასევე, კოვიდ-პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზეც ისაუბრა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .

- არასდროს ვართ დაზღვეული მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი სიტუაციისაგან. ასეთ ვითარებაში, აუცილებელია, გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება და კოორდინირებული მუშაობა, სიმშვიდის შენარჩუნება და წესრიგის დაცვა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, დროულ ინფორმაციებს და ტექნოლოგიურ განვითარებას ალტერნატივა არა აქვს. ციფრული კომუნიკაცია, თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით, აუცილებლობა გახდა. მსოფლიო გადავიდა საგანმანათლებლო ურთიერთობების ახალ ეტაპზე. მანძილის მიუხედავად (სხვა თანაბარ პირობებში), შესაძლებელია განათლების მიღება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- მოულოდნელობებით და დისკომფორტით დატვირთული წელი, ბევრი გაუთვალისწინებელი სიტუაციით და უხერხულობით, შეზღუდვებითა და მონოტონურობით, თუმცა გამოსავლის მუდმივი ძიებით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მზაობა და ენთუზიაზმი კვლავ აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში; ზრუნვა და პასუხისმგებლობის გააზრება მომავალი თაობის მიმართ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- სასიამოვნოდ საკვირველია მოსწავლეების ცოდნა, უნარი და ალღო ციფრულ ტექნოლოგიებში, რაც მაძლევს დიდ იმედს უკეთესი ხვალინდელი დღის მიმართ.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- ასეთ რთულ ვითარებაში მეტად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში; გამოხატონ თანადგომა, როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების მიმართ. აქტიური თანამშრომლობა წარმატების საფუძველია.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- მომავალზე, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების შესაძლებლობაზე, ჩვენს როლსა და პასუხისმგებლობაზე არსებულ ვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება