სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 სკოლაში თემაზე- „ექიმები და წამლები“ ბუნებისმეტყველების სახალისო გაკვეთილი ჩატარდა
18-02-2021
-
+


სენაკის გ. ადამიას სახელობის N1 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში, მასწავლებლის, ს. შურღაიას ხელმძღვანელობით, თემაზე „ექიმები და წამლები“ ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩატარდა. 

სკოლის ინფორმაციით, გაკვეთილი მიზნად covid-19-ის პანდემიის პირობებში, დაავადების სიმპტომების შესახებ მოსწავლის ინფორმირებასა და პირველადი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

„გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა აქტივობა - როლური თამაში. იგი ჩატარდა შემდეგი მიმართულებით - ავადმყოფი-ექიმი. მოსწავლე ექიმებმა შექმნეს სამედიცინო ჩანთა, სადაც მოათავსეს სამედიცინო ხელსაწყოები. ავადმყოფებმა ჩამოაყალიბეს ჩივილები: ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი. პატარა ექიმებმა ავადმყოფებს გამოუწერეს რეცეპტი. მისცეს რჩევები ინფექციის დროს: სითხის მიღება, სუფთა ჰაერი, მოძრაობა, სხვებისგან იზოლაცია.

აღნიშნული გაკვეთილი წარიმართა სახალისოდ. გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის რეკომენდაციები. მოსწავლეებმა გაითავისეს მათი ფუნქციები. შედეგად, ისინი შესაძლებლობის მიხედვით შეძლებენ, შეებრძოლონ და გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და ასევე, შეძლებენ უზრუნველყონ სასკოლო საზოგადოებისა და ოჯახის ინფორმირება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება