სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შილდის N2 სკოლის მოსწავლეს - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედის“ გამარჯვებულ დავით ჩიტაშვილ​ს „ეტალონმა“ დიპლომი გადასცა
17-02-2021
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ჩიტაშვილმა ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ გაიმარჯვა. 

დავით ჩიტაშვილი „ეტალონმა“ დიპლომით დააჯილდოვა. 

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი პროექტისთვის, რადგან მოგვეცა საშუალება, პანდემიის გამო ჩაკეტილობა გაგვეხალისებინა და რაც მთავარია, დისტანციური სწავლების გამოცდილება მიგვეღო. ტექნიკური თვალსაზრისითაც ყველაფერი გამართული იყო და სიმართლე გითხრათ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ნამდვილად არ მოველოდი ასეთ ხარისხს. რაც შეეხება პირველ ადგილს, ესეც დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის რადგან „ეტალონში“ მონაწილეობა ადრეც მიმიღია, თუმცა ასეთ შედეგებზე ვერ გავსულვარ. პირველმა ადგილმა ძალიან გამახარა და თაკო ჩარკვიანის საჩუქარი კი კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ ჩემთვის“,- ამბობს დავით ჩიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს, „ეტალონმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.

პროექტმა პირველივე დღეს დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მონაწილეთა რაოდენობა მეტყველებს - კონკურსში 64 აბიტურიენტი ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება