სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მახარებს მასწავლებლების პასუხისმგებლობის გრძნობა და ბრძოლა წინსვლისთვის“ - ქეთევან ბეღანაშვილი, ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2021
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის, ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი ბლიც-ინტერვიუში იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი მოსწავლეები დგანან, თუმცა ყველა დაბრკოლების მიუხედავად ისინი ახერხებენ, ისწავლონ და განვითარდნენ. ქალბატონი ქეთევანი ამაყობს თავის ბავშვებითა და რა თქმა უნდა მასწავლებლებით, რომლებიც მუდმივად განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე დგანან.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ის ძვირფასი წუთები, რომლებიც გვქონდა. ურთიერთობები თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, მეზობლებთან... რომ საჭიროა უფრო მეტად ჰიგიენის დაცვა, ამით ვუფრთხილდებით საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.

ფაქტობრივად, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა გაჭირვებაში, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, როგორც ეკონომიკური, ისე - ფსიქოლოგიური.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ჩვენმა სკოლამ სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, მაგრამ შარშან მარტიდან ვიმუშავეთ ონლაინ-რეჟიმში, სასწავლო წლის ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში ვისწავლეთ მუშაობა „თიმსში“,შევქმენით ჯგუფები მესენჯერის საშუალებით. კრიტიკულ მომენტებში გვქონდა სატელეფონო კავშირიც... მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ მაღალი მთის ზონაში, გვიჭირს ინტერნეტის მიღება, საგაკვეთილო პროცესის დროს ზოგიერთ ბავშვს უჭირდა ონლაინ ჩართვა და ძალაუნებურად, გვიწევდა ლოდინი.

ჩვენც შევეჩვიეთ ერთმანეთის მოთმინებით ლოდინს და ვისწავლეთ უფრო მეტად ურთიერთდახმარება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ყველაზე რთულ წლად ყველა სფეროში. პირადად ჩვენ, დაგეგმილი გვქონდა მრავალი სასკოლო და სკოლისგარე ღონისძიება, რომელიც განუხორციელებლად დაგვრჩა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- პროფესიის სიყვარული, პასუხისმგებლობის გრძნობა, ყურადღება ყველას მიმართ, კომუნიკაცია მშობლებსა და პედაგოგებთან; ერთმანეთის აზრის გამოხატვის პატივისცემა და მოსმენის უნარი. ბრძოლა წინსვლისთვის სტატუსის ასამაღლებლად.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ არ აქვთ ის პირობები, რომელიც შეეფერება ჩვენს საუკუნეს, არიან სოციალურად დაუცველები, რაც გავლენას ახდენს მათი ცხოვრების რიტმზე. სოფელს არ აქვს წყალმომარაგება და წყალს ეზიდებიან მახლობელი წყაროებიდან.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ჩვენ ვართ მცირეკონტინგენტიანი სკოლა, ყველა ბავშვის მშობელთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია, გვყავს ყურადღებიანი მშობლები და ყველა ჩვენს ქებასა თუ შენიშვნას თავიანთი შვილების მიმართ ისე აღიქვამენ, როგორც ჩვენ ვგრძნობთ; ამიტომ ისინი განსაკუთრებულ რჩევებს არ საჭიროებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება