სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნეს
11-02-2021
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნეს. ონლაინ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მისი მიზანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე , ინტერნეტის უსაფრთხოებაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

„დღეს ისე, როგორც არასდროს, ონლაინ სივრცე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ინტერნეტის გარეშე ყოველდღიურობა რთული წარმოსადგენია. სწორედ მისი საშუალებით ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას, გვაქვს ურთიერთობა მეგობრებთან და, თუნდაც, სრულიად უცხო ადამიანებთან უსაფრთხო ინტერნეტზე საუბარი ძალიან დიდი ხანია დაიწყო. უკვე არსებობს „უსაფრთხო ინტერნეტის დღეც“, რომელსაც 170 ქვეყანა შეუერთდა და მათ შორის, საქართველოცაა. 2021 წელს უსაფრთხო ინტერნეტის დღე 9 თებერვალია. ამ დღის აღნიშვნას შეუერთდა ჩვენი სკოლაც და ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება შესთავაზა მოსწავლეებს. როგორც ვიცით მოზარდები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, გასცემენ პერსონალურ მონაცემებს, თუმცა შესაძლოა ნაკლებად აცნობიერებენ მათი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას და იმ რისკებს და შედეგებს, რომელიც ახლავს მათი მონაცემების გამჟღავნებას, გასაჯაროებას, ასევე, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი მათი უფლებების დაცვის საშუალებებზე. სწორედ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სასაუბროდ მოვიწვიეთ ჩვენი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი იურისტი- თათია კაჭარავა. ონლაინ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოზარდებმა მიიღეს საჭირო, დროული და ამომწურავი ინფორმაცია. შეხვედრა მიზნად ისახავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე , ინტერნეტის უსაფრთხოებაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“, -ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება