სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს შედეგი არის შრომის დაფასება“- აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჩინარა ნაბიევამ izrune.ge​-ს ოქროს დიპლომი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
11-02-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ჩინარა ნაბიევამ მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge უკვე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოქროს დიპლომი და სკოლა ასახელა. 

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს.

„ბევრი ცდილობს, იყოს წარმატებული, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი ასრულებს იმას, რასაც გეგმავს. მათ შორისაა ჩვენი სკოლის მოსწავლე ჩინარა ნაბიევა. მან უკვე ზედიზედ მეორედ წარმატებით გაიარა შემაჯამებელი ტესტი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge.

დეკემბრისა და იანვრის ტესტირებისას ნანატრი ოქროს დიპლომები დაიმსახურა. ამ წარმატების მისაღწევად რთული გზა გაიარა. იყო ბევრი ვერცხლი...და ბოლოს სასურველი შედეგი.

„ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა თავი და ეს შედეგი არის ამ შრომის დაფასება. ეს მაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი ვიმუშაო“, - ამბობს ჩინარა ნაბიევა.

ჩინარას წარმატება სტიმულია მისი მეგობრებისთვისაც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. მიხარია, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, მჯერა, რომ ისინი მეტად განათლებულები იქნებიან, უფრო კარგი მასწავლებლები გაიზრდებიან, უფრო კარგი- იურისტები, წარმატებული ექიმები, მშენებლები, უფრო მეტად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან და ახალი, თანამედროვე შეხედულებებით უკეთეს ქვეყანას ააშენებენ“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

izrune.ge ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება