სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლიდანვე უნდა გავიაზროთ სწორი და არასწორი, ფუჭი თუ ღირებული“ - ბალდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ელენე ჩარგაზია ნააზრევს გვიზიარებს
11-02-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ელენე ჩარგაზიამ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში თემაზე - „ჩემი სკოლა შენია“ იმუშავა. 

მოსწავლე სკოლის მნიშვნელობასა და სარგებელზე წერს და საკუთარ ნააზრევს გვიზიარებს. 

„სკოლა ადამიანის წარმატების ეტაპობრივი საფეხურია. იგი თითოეულ მოსწავლეს ამზადებს შემდგომი განათლებისთვის. ადამიანი სწორედ სკოლის ასაკიდან იწყებს ყოველი მოვლენის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას. თითოეული პირი სკოლის ასაკში ეცნობა და იგებს, რა მოვალეობები აკისრია მას, რისი უფლება აქვს და რა შედეგების დადება შეუძლია ქვეყნისთვის და პირადი მეს განვითარებისთვის. სკოლამ გამოატარა მრავალი თაობა და აღზარდა ქვეყნის ჭეშმარიტი მამულიშვილები, სკოლიდანვე უნდა გავიაზროთ სწორი და არასწორი, ფუჭი თუ ღირებული, ყველამ შესაძლოა ვერ მიიღოს მაღალი აკადემიური ქულები, მაგრამ გაითავისოს ცნებები: ერთგულება, პატივისცემა და საზოგადოების შეგრძნება.სწორედ ამის გააზრებაში გვეხმარება სკოლა. იქ გატარებული თითოეული დღე საჩუქარია და წარმატების ახალ-ახალი შანსი. სკოლა ბავშვებს გვაჩვევს ურთიერთობებს, გვიწრთობს წინააღმდეგობების დაძლევის უნარს, გვაჩვევს განსხვავებას რეალურსა და წარმოსახვითს შორის. სკოლაში გატარებული დღეების სილაღეს წლების შემდეგ უფრო მეტად შევიგრძნობთ, ხშირად თანატოლებს შორის ბავშვური კამათი დროთა განმავლობაში სასიამოვნო და სასაცილო სასკოლო ისტორიად რჩება. სკოლა არ არის ერთი კონკრეტული პირის საკუთრება თუ საზრუნავი, ის ჩემია, შენია, მისია - ჩვენ ყველანი ამ დიდი ოჯახის შვილები ვართ. ჩვენგან ის მუდამ წარმატებას ელის და ამაში თავადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასევე სკოლა გვაანალიზებინებს, რომ ადამიანის მოთხოვნილებები და ქმედებები არ ცდებოდეს ქვეყნის მიერ დადგენილ კანონებს, მორალურ ნორმებს. სკოლის ვალია პიროვნება აღზარდოს პატრიოტიზმის, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. სკოლა არის კერა, სადაც ადამიანში ენთება სამშობლოს გრძნობა, როგორც ცეცხლი,შემდეგ იგი ღვივდება და ჩვენს მთელ არსებას მოიცავს. სკოლაში ეყრება საფუძველი თავისუფლების არსის, პიროვნების უფლებების გააზრებას, რომ თანამედროვე მსოფლიოში თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას თავისი თუ ზოგადად მოყვასის უფლებები, ხმა აიმაღლოს ბულინგის, ტრეფიკინგის და სხვათა ჩაგვრის წინააღმდეგ.

მე, ერთი თქვენგანი, სკეპტიკოსებს შევახსენებ, რომ სკოლა არის კერა, სადაც შეგვიძლია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, ლოგიკური უნარების გამომუშავება-გამოწრთობა, ფიზიკური თუ სულიერი განვითარება, არამედ სივრცე, სადაც შეგვიძლია ვიყოთ ინდივიდუალური შესაძლებლობებით რეალიზებულნი, ადგილი, სადაც შეგვიძლია უფრო საინტერესო და შინაარსიანი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება, სასკოლო ქრონიკა ხომ ჩვენი ბიოგრაფიის მყარი საძირკველია“,- წერს ელენე ჩარგაზია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

ნეონაცისტი არასრულწლოვნები ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე - შსს დეტალებზე

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება