სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არწივანის საჯარო სკოლაში პროექტი - „ვირუსი და 21-ე საუკუნე“ განხორციელდა
10-02-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ბიოლოგიის მასწავლებელ ნათელა კახაძესთან ერთად, პირველ სემესტრში პროექტი - „ვირუსი და 21-ე საუკუნე“ განახორციელეს. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს მოეძიებინათ მსოფლიო პანდემიის შესახებ ინფორმაცია, მათთან ბრძოლის ძველი და ახალი მეთოდები შეედარებინათ, შეესრულებინათ ნახატები, სხვა მეზობელი სკოლის მოსწავლეებთან დისტანციურად პრეზენტაციის გაკეთება. რაც ხელს შეუწყობს ვირუსებთან ბრძოლის წესების უკეთ გაცნობას.

პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: 
1. სხვადასხვა საუკუნეში ვირუსი და მათთან ბრძოლა;
2. ნამუშევრების (9 თემა და ნახატები) ონლაინ წარდგენა მეზობელი გუმბათის სკოლის მეათე კლასელებთან;
3. კონკურსი: ჩემი თვალით დანახული „ვირუსი“
4. გამარჯვებული ესეს წარდგენა პრეზენტაციის სახით.

რესურსი: ნახატები ვირუსზე და ესეები.

გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის, რატი ჭელიძის ნაშრომს:

„ჩემი თვალით დანახული კორონავირუსი

ერთ დღეს ქარი ქროდა, თოვლის პატარა ფანტელებს იქეთ -აქეთ ფანტავდა. მე კი უჩვეულო სიჩუმით მივყვებოდი გზას, ჩემი სახლისკენ. ვგრძნობდი სისუსტეს, თითქოს თავი ორმაგი ხდებოდა,
.... ვაიი, ეს თოვლის ფიფქი უჩვეულოდ დავინახე! ჭიშკარს ვაღებდი და ეზოში შევდიოდი. რას ვხედავ!!! თეთრთმიანი, თეთრწვერა, გამხდარი, ოჩოპინტრეს ფეხებით მომყვებოდა უჩვეულო არსება! შევშინდი, შევვარდი სახლში, პირბადე მოვიხსენი უნდა მეყვირა,

- ვინ ხარ? საიდან მოხვედი?
მან კი თვალები დამიბრიალა, დიდი ბრჭყალებით ყელში მწვდა და ჩახლეჩილი ხმით მითხრა:

-როგორ ვერ მიცნობ. მალე ხმა ჩაგიწყდება, სუნთქვაც გაგიხშირდება, შეგიპყრობ და სულიერადაც დაგამარცხებ.

უცებ მე ხელი ვკარი წყლისაკენ გავიქეცი უცნობმა კი დამიძახა:

-არა ოღონდაც წყლისაკენ არა!
-მე უცებ ხელები საპნით დავიბანე . კარგად დავიმუშავე ხელები და ის ძირს დავარდა. წყალმაც წაიღო, გავოცდი!!! თითქოს არა ამქვეყნიური იყო შემდეგ სკოლისთვის მოვემზადე. პირბადით გავემართე სკოლისკენ თუმცა იქ იყო უცნობი და არა მარტო ის, მისი მეგობრებიც. ისინი დიდსა თუ პატარას ხელს სტაცებდნენ და
აშინებდნენ. მეგობრებისაკენ სწრაფად გავემართე და აი რას ვხედავ: ჩემს მეგობრებს უამრავი ოჩოფეხა მისდევდა, ფეხი დაუდე და ძირს დაენარცხა. მეგობარმა გაიქცა მაგრამ, ვაი! თავისი ბებია, ვეღარ გაიქცა, ვერ დავეხმარე, ის ადვილად შეიპყრეს!

გავიქეცი, შემეშინდა, თითქოს სკოლაში არავინ იყო და ისინიც მოხუცებისკენ ადვილად გაემართნენ, დაძრწოდნენ, ღმუოდნენ!!!!

ვაი! ვაი! გვერდს მხოლოდ წყალს, პირბადესა და სადეზინფექციო ხსნარს უვლიდნენ!“. 

იხილეთ დიანა ჭელიძის ნახატი:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება