| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში 5 თებერვალს საბუნებისმეტყველო კათედრაზე სახალისო ექსპერიმენტების დღე მოეწყო.
ცდები ჩატარდა 3 საგანში ფიზიკა (მასწავლებელი მამისა ფიფია), ქიმია (მასწავლებელი მაია გიორგაძე), ბუნება (მასწავლებელი ანნა წულაია).
„მოსწავლეები გაეცნენ წყლის თბორეგულაციას (წყლიანი ბუშტის გაცხელების
მაგალითზე), წნევათა სხვაობის მოქმედებას (ჩამქრალი სანთლის მიერ წყლის შეწოვების მაგალითზე) და ქიმიური ნივთიერების განსხვავებულ მოქმედებას ფიზიკური თვისებების შეცვლისას (მწვანე ალი და სოდის ხსნარით დაწერილი „უხილავი„ წერილი). ასევე დემონსტრირებული იყო ვულკანის ამოფრქვევის და ტორნადოს მოდელები.
ცდების ჩატარების დროს გაიმართა დისკუსია და შედეგების ახსნა–განმარტება. მოსწავლეები შემდეგ შეხვედრას ხალისით ელოდებიან“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა