სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბი „რადონი“ საინტერესო და მრავალფეროვან მუშაობას ეწევა
05-02-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბი „რადონი“ საინტერესო მუშაობას ეწევა. საკლუბო მუშაობაში მოსწავლეები ხალისით არიან ჩართულნი, საინტერესო დამხმარე სასწავლო რესურსებს ქმნიან, პრეზენტაციებს ამზადებენ და კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ.

კლუბს ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე ხელმძღვანელობს.

„ჩვენს სკოლაში საინტერესო მუშაობას ეწევა ქიმიის კლუბი „რადონი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე, იგი თანაბარი ძალისხმევით მუშაობს როგორც დასწრებით, ასევე დისტანციური სწავლების დროს.  

მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა დამხმარე რესურსებს და წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს. მაგალითად, ქიმიურ ტექნოლოგიებზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა მე-11 კლასის მოსწავლემ მარია ბერიამ, მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი გურეშიძემ მოგვაწოდა დამხმარე რესურსი „ლითონები", მე -11 კლასის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძემ დისტანციურ გაკვეთილზე გააკეთა პრეზენტაცია აქტუალურ თემაზე „პოლიეთილენი და ჩვენ", ხოლო დამხმარე რესურსი ქიმიაში - „ქიმიური ტექნოლოგიები“, მოამზადა მე-11 კლასის მოსწავლემ მონიკა მანაგაძემ.  

მე-8 კლასში ქიმიის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების შესრულების დროს დიდი დაინტერესება გამოიწვია ექსპერიმენტის ჩატარებამ თემაზე: „სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარის მომზადება და მასური წილის განსაზღვრა“. 

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა საკითხთან დაკავშირებით გამოთქვეს ვარაუდები, შეარჩიეს საჭირო ჭურჭელი, ხელსაწყოები, ჩაატარეს ექსპერიმენტი ლაბორატორიაში მუშაობის წესების გათვალისწინებით, შედეგები შეიტანეს წინასწარ მომზადებულ ცხრილში. მითითებული ფორმულის გამოყენებით აწარმოეს გაანგარიშებები და დაწერეს ცდის ოქმი. შემდეგ კი გააკეთეს პრეზენტაციები, დაასაბუთეს გამოთვლები, დასვეს შეკითხვები და უპასუხეს.

კომპლექსური დავალების შესრულებამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. 

მადლობა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს ქალბატონ მარინე გურეშიძეს აქტიური და მრავალფეროვანი მუშაობისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება