სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი სიყვარული სუფევდა სკოლის გამოღვიძებულ ეზოში“- დისველის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში სწავლა, რეგულაციების დაცვით, განახლდა
03-02-2021
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა. 

სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მასწავლებლებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის ლაღად და წარმატებულად წარმართვას უსურვებს.

„ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლა 2021 წლის სასწავლო პროცესს სკოლის მერხებთან შეეგება. დიდი სიყვარული სუფევდა სკოლის გამოღვიძებულ ეზოში, მოსწავლეები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე დამრიგებლების ხელმძღვანელობით, ყველა რეკომენდაციას სწორუპოვრად ასრულებდნენ. შეგირდები სულმოუთქმელად ელოდნენ, საგაკვეთილო პროცესის საკლასო სივრციდან წარმართვას, რომელიც ერთგვარი კეთილგანწყობილი სოციუმის თანხვედრაში მიმდინარეობდა. აქტიურად ხდებოდა აზრების დაფიქსირება, იდეების გაცვლა, ახალი სამოტივაციო მოსაზრებების გამოვლენა და რა თქმა უნდა, დიდი მეგობრობისა და სიყვარულის უანგაროდ გაზიარება. სწორედ ეს გახლავთ, იმ დიდი მონატრების შედეგი, რომელიც რამდენიმეთვიანმა განშორებამ დაგვიტოვა. გისურვებთ ამ ემოციური სასწავლო წლის ლაღად და წარმატებულად წარმართვას, როგორც დისველის საჯარო სკოლის ენერგიულ პედაგოგებს, ასევე ნიჭიერ მოსწავლეებს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სასწავლო საგანმანათლებლო პროცესის განახლებას და წინსვლას“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება