| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით განაახლა.
მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად მიკროავტობუსი ემსახურება. სკოლის შენობაში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მეცადინეობა საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.
„თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდა!
სულ სხვანაირად გახარებულები ვიყავით დღეს ყველანი. მერხს მონატრებული მოსწავლეები და მასწავლებლები ერთნაირად ვზეიმობდით, თუმცა ყველაზე ამაღელვებელი დღე მაინც პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს ფეხი სკოლის სივრცეში.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყველა გამოწვევასა და ბრძოლას ღირსეულად ვუპასუხეთ ონლაინ სწავლების დროს.
როგორც სხვა სკოლები, დღეს, განახლების საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ყველა რეგულაციების დაცვით იწყებს მუშაობას. ბავშვებს სკოლაში მისასვლელად მიკროავტობუსი ემსახურება. სკოლის შენობაში დაცულია ყველა ნორმა. მეცადინეობა საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.
დღის ბოლოს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლიანა ბოლქვაძემ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ მიულოცა სასკოლო სივრცეში დაბრუნება.
გილოცავთ ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო.
ჯანმრთელობას გისურვებთ!.“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა