სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სწავლების დისტანციური ფორმა დამღლელი რომ არ იყოს სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო სიახლესა თუ აქტივობებს სთავაზობს
01-02-2021
-
+


სწავლების დისტანციური ფორმა დამღლელი რომ არ იყოს სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო სიახლესა თუ აქტივობებს სთავაზობს.

„2020-2021 სასწავლო წელს შექმნილი ექსტრემალური ვითარების ფონზე, რაც პანდემიამ გამოიწვია, სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ (დირქეტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის N108) უცვლელი დღის წესრიგად აქვს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა, ახალ სასწავლო გარემოსთან ადაპტირება.

სწავლების დისტანციური ფორმა დამღლელი რომ არ იყოს, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა სახალისო სიახლესა თუ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ხარისხიანი განათლების მიღების პარალელურად, შემოქმედებითი ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას.

სკოლა - ლიცეუმ „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დარეჯან ცხომარიას ინიციატივით, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო აქტივობაში - შემოქმედებითი წერა - შესწავლილი მხატვრული ხერხების გამოყენებით.

მოსწავლეებმა შეთხზეს ტექსტები. წარმოსახვითი იდეებიდან და სათაურებიდან აარჩიეს სასურველი და დაწერეს თხზულებები, გააფორმეს შესაბამისი ფოტომასალით. („ყვავილი უდაბნოში“; ,,რას ჩურჩულებენ ყვითელი ფოთლები;“ ,,შემოდგომის სიმფონია“ და სხვ.) აღნიშნული სტრატეგიების მრავალჯერადი გამოყენება
მოსწავლეებს გაუმარტივებს საკითხის შესწავლას, განუვითარებს ტექსტის მხატვრული
თავისებურებების აღქმის უნარსა და შემოქმედებით აზროვნებას.

სკოლა - ლიცეუმ „ცოდნას“ კურსი არის „სწავლა-კეთებით“, როდესაც განათლება ემყარება გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას. წარმატებული სწავლისათვის საუკეთესოა ცოდნის მიღება გამოცდილებით და სოციალური ინტერაქციით, პირადი იდეებისა და ცნობიერების ფორმირებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დარეჯან ცხომარიას ხელმძღვნელობით, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მინი - პროექტში -„ქართული მწერლობა“, რომელიც მიზნად ისახავდა შესწავლილი ქართველი მწერლების ცხოვრების და შემოქმედების გაცნობას; კვლევის უნარის განმტკიცებას;
ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას. ინდივიდუალურად შეარჩიეს, იმუშავეს და ისაუბრეს შესწავლილი ქართველი მწერლების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

ამ პროექტით საფუძველი ჩაეყარა ფუნდამენტურ ცოდნას - მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სწავლებით, მათი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, გაკვეთილის მიზნისა და მისაღწევი შედეგების მკაფიო დანახვით. სკოლა - ლიცეუმი „ცოდნა“ ამართლებს დევიზს - „ცოდნა - გზა წარმატებისკენ!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“

შეიცვალა საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში - მემანიშვილი დეტალებზე

მოსწავლემ დაკავებულს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა

სამაგისტრო და სამაგისტრო გამოცდების თარიღი ცნობილია 

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, წიგნის შექმნის პროცესი მათთვის სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება