სიახლეები
სკოლები

„ვფიქრობ აწმყოზე და მაქვს მომავლის იმედი“ - ბოლნისის N1 სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ 6-წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
26-01-2021
-
+


სულხან საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ 6-წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

ირმა წაქაძის დირექტორობის პერიოდში წინსვლა და წარმატება სკოლის თანმდევია.

„2015 წლის 12 იანვარს, დავინიშნე ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორად. პირველივე დღეს გვესტუმრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები. იმავე წელს სკოლა აღიჭურვა ვიდეო კამერებითა და ტექნიკით, გამოგვიყვეს სამი მანდატური. ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით. მისვლის დღიდანვე დავიწყე სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ფიქრი. სინესტის გამო სააქტო დარბაზის იატაკი ჩანგრეული იყო. ასევე, სავალალო მდგომარეობაში იყო მოსწავლეთა საპირფარეშოები. წერილით
მივმართე ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და კომპანია „არემჯის“. მცდელობამ შედეგი გამოიღო და კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო აღნიშნული პრობლემის მოგვარება. მას შემდეგ სკოლაში ყოველწლიურად ვატარებდი კოსმეტიკურ რემონტს სკოლის ბიუჯეტითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით. ახალი ავეჯითა და მერხებით აღვჭურვეთ სამასწავლებლო და საბუნებისმეტყველო კათედრის კაბინეტები, რესურს ოთახი და სასადილო. ასე თუ ისე მოწესრიგდა სკოლის ინფრასტრუქტურა, მაგრამ მოძველებული იყო გათბობის სისტემა და სკოლას ხანდაზმულობის გამო სჭირდებოდა სრული რეაბილიტაცია. უამრავ წერილს ვაგზავნიდი როგორც სამინისტროში, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. სწორედ, რომ ჩვენს სკოლაზე შესრულდა
სახარებისეული ფრაზა, „მოითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგეღება“-ო და დღესდღეობით სკოლას უტარდება რემონტი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფონდი ასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 2021 წლის 10 ოქტომბერს სკოლა სრულიად განახლებული და გალამაზებული ჩაგვბარდება.

გავიხსენებდი 2017 წელს, როდესაც გრანდიოზულად აღვნიშნეთ სკოლის 75 წლის იუბილე. სტუმრად გვყავდა ჩვენი კურსდამთავრებული უამრავი ცნობილი ადამიანი. ასევე გვეხმიანებოდნენ სხვა და სხვა ქვეყნიდანაც, ჩვენი
ყოფილი მოსწავლეები. ამავე პერიოდში მუშაობა დავიწყე სკოლის საიმიჯო წიგნზე „ჩემი 75“, რომლის ძალზედ ორიგინალური პრეზენტაცია გაიმართა მომდევნო წლის 15 ივნისს. წიგნი ილუსტრირებული იყო ფოტოებით, რომლებიც კარგად ასახავდა თანამედროვე სკოლის ცხოვრებას. ასევე მოგვითხრობდა მასწავლებლების ისტორიებსა და მოსწავლეების წარმატებებს.

ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამიმართლა ჩვენი სკოლის ადამიანურ რესურსში, ვამაყობ მოსწავლეთა ნიჭიერებით და ვცდილობ ხელი შევუწყო მათი უნარების გამოვლინებას, ალბათ ამის მიზეზია, რომ იმატა მოსწავლეთა აკადემიურმა მოსწრებამ. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი წარმატება ჰქონდათ მოსწავლეებს. სკოლის ფეხბურთის გუნდმა წარმატებით იასპარეზა საქართველოს საფეხბურთო ტურნირში „სკოლბურთი-2019“, სადაც მონაწილეობდა 1089 სკოლა და ფინალურ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით გახდა
მესამე გუნდი ბრინჯაოს მედლებითა და „კოკა-კოლას“ თასით. სკოლის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა ორჯერ ზედიზედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა და ქვეყნის სახელით მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ
საერთაშორისო ტურნირზე. 2019-2020 სასწავლო წელს ბოლნისის რაიონის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. გავიხსენებდი იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წარსულით შექმნილი მომავალი“ ჩვენი სკოლის მოსწავლის ესსემ დაიკავა პირველი ადგილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კი, ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ესსე მოათავსა დროის კაფსულაში, რომელიც გაიხსნება 25 წლის შემდეგ.

პანდემიის პირობებში, როდესაც მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ გადასულები, რომ არ მოგვედუნებინა მათი ყურადღება და ეს მეტად რთული მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა, facebook გვერდის პლატფორმაზე მოვაწყეთ ე.წ. ონლაინ კონკურსები. პირველი იყო დედა-ენის დღისადმი მიძღვნილი,
კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსი და მეორე კონკურსის სახელწოდება იყო „ჩემი საუკეთესო ნაშრომი“, რომელიც გულისხმობდა მოსწავლეების მიერ შესრულებული საუკეთესო ჩანახატების, ნაკეთობის,
დაწერილი ლექსისა და ნახატის გამოვლენას. აღნიშნულმა პროექტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, სადაც აქტიურად ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

სკოლაში დავამკვიდრე ე.წ. „ვარსკვლავის“ გახსნის ტრადიცია. სკოლის ამაგდარ 6 პედაგოგს საზეიმო ვითარებაში გავუხსენით ვარსკვლავი და ღირსეულად გავაცილეთ სკოლიდან. ყოველწლიურად ხდება სკოლის ბიბლიოთეკის განახლება თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით. ასევე შევიძინეთ „მხიარული სტარტებისთვის“ საჭირო სპორტული ინვენტარი, ხოლო ფეხბურთელთა გუნდისთვის სპეციალური სპორტული ეკიპირება.

ყოველწლიურად ვავსებთ სსსმ მოსწავლეებისათვის რესურს ოთახს საჭირო ინვენტარით. ამჟამად, სკოლას ჰყავს 9 წამყვანი 30 უფროსი და 10 პრაქტიკოსი მასწავლებელი. ვამაყობ, რომ ასეთი ღირსეული კოლექტივი მუშაობს სკოლაში, ვაფასებ თითოეულის მიერ გაღებულ დროსა და ძალისხმევას. ჩვენი მხრივ, მუდმივად ვზრუნავთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და ხელს ვუწყობთ თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას. ჩემი მოღვაწეობის 6 წლის მანძილზე გაიზარდა როგორც მოსწავლეთა ისე მასწავლებელთა კონტიგენტი, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა კვალიფიციური კადრია.

2017-2018 სასწავლო წელს ჩემი თხოვნითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებით სკოლას დაუბრუნდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობა. დავამზადეთ სკოლის ლოგო, გერბი და სამკერდე ნიშნები.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ჩართულობით შემუშავდა მოსწავლეთა ფორმის დიზაინი. გავააქტიურეთ სკოლის facebook გვერდი სლოგანით - „ტრადიციულად პირველები!“ სკოლას ასევე აქვს საკუთარი ჰიმნი, რომელიც პირველად აჟღერდა საიუბილეო საღამოზე და რომელსაც ასრულებდა მოსწავლეთა გუნდის 100-მდე მონაწილე. დავამზადეთ სტენდი, ბანერი და სასაჩუქრე ნაკრები მეტი ცნობადობისა და პოპულარიზაციის მიზნით. ჩვენი სკოლის ხანდაზმულობა და მნიშვნელობა რაიონში, გვაძლევს უფლებას, რომ მისი სახელი შევფუთოთ როგორც ბრენდი. თითოეულმა ბოლნისელმა ვიამაყოთ მისი წარსულით, გვჯეროდეს მისი აწმყოსი და გვქონდეს მომავლის იმედი!“- წერს ბოლნისის N1 სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება