სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

15 სახალისო ფრაზა, რომლებსაც მასწავლებლები ონლაინგაკვეთილების დროს იყენებენ
28-01-2021
-
+


დისტანციური გაკვეთილები, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ქართველი მასწავლებლებისთვის წარმოუდგენელი იყო, ახლა კი ონლაინგაკვეთილებს პედაგოგები ყოველდღიურად, აქტიურად ატარებენ. მიუხედავად გამოწვევებისა, მასწავლებლებმა კორონავირუსისგან გამოწვეულ ცვლილებებს თამამად აუწყეს ფეხი. საგაკვეთილო პროცესმა კლასიდან სახლში გადაინაცვლა და შეიცვალა მოსწავლეებთან სასაუბრო ტერმინებიც.

ფრაზები, რომლებსაც მასწავლებლები დისტანციური სწავლების დროს ყველაზე ხშირად იყენებენ:

  • „როგორ მოხდა, დილის ძილი დაიფრთხე და გაკვეთილზე მესწრები?!“
  • „ვინც ყველა გაკვეთილზე მპასუხობს, გაჩუმდეს, სხვებსაც დააცადეთ“;
  • „მიკროფონები გათიშეთ, ქვაბების ხმა მესმის“;
  • „ამ კითხვას თქვენ გისვამთ, ოჯახს - არა“;
  • „გაკვეთილი კითხვით გვქონდა?“
  • „კითხვას რომ ვსვამ, მერე აგდებს ყველას „თიმსი“;
  • „ბოლო ორ წუთზე რომ შემოხვედი, შენი აზრით, დასწრებაში გეთვლება?“
  • „შესვენებაზე გეჭამათ, კამერასთან რომ ილუკმებით“.
  • „ერთად ნუ ყვირით, ხმას გაგითიშავთ!“
  • „გვერდით ვინც გიზის, არასწორად გკარნახობს“;
  • „კამერის გარეშე რომ ყვები, რა გავიგო, იქნებ კითხულობ?“
  • „ჩატში ნუ ყრით დავალებებს!“
  • „ორი კვირის მერე დაწერილ შემაჯამებელს არ შეგიფასებთ!“
  • „დავალებას ფოტო სწორად გადაუღეთ, წამოწოლილი ვკითხულობ“;
  • „ახლა დუმხართ, სემესტრის ბოლოს მოგინდებათ ყველას მაღალი ქულა“.

გაგვიზიარეთ თქვენი ონლაინფრაზები, რას დაამატებდით?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება