| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა პანდემიის პირობებშიც ჩვეულ წარმატებას ინარჩუნებს. მიმდინარე სასწავლო წელს საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ და წარმატება მოიპოვეს.
„საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში სკოლის 12 მოსწავლე გადავიდა. ეს კი უპირველეს ყოვლისა სკოლის პედაგოგების დამსახურებაა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობა უხდის შემდეგ პედაგოგებს: ფაქიზო ფანჩულიძეს (გორდულაძე ვიქტორია, მურვანიძე მარიამ - XII კლ.), დოდო ხაჩიძეს (აფხაძე მარიამ -XI-ა კლ.), ლელა მანდარიას (აფხაძე მარიამ, ბენიძე ანა -XI-ა კლ., მიქაძე ია, მურვანიძე მარიამ - XII-ა კლ.), მაია ქაშიბაძეს (გორდულაძე ვიქტორია - XII-ა კლ.), თეა ბობოხიძე (აფხაძე მარიამ, ბენიძე ანა, კინწურაშვილი ფერიდე, ქაშიბაძე მარიამ, ხურცილავა ანი -XI-ა კლ.), ფიქრია გიორხელიძეს (გორდულაძე ვიქტორია, ტყაბლაძე მარინა, ჩიხრაძე თეონა - XII-ა კლ.), ნათელა ჭოლოკავას (აფხაძე მარიამ, კინწურაშვილი ლოლიტა-XI-ა კლ.), დარეჯან ჯიშკარიანს (აფხაძე მარიამ, ბენიძე ანა, იოსელიანი მარიამ, კინწურაშვილი ლოლიტა -XI-ა კლ.,).
ასევე მადლობას ვუხდით დამრიგებლებს თამილა ჭოლაძესა (XI-ა კლასი) და ფიქრია ფიორხელიძეს (XII-ა კლასი) მათი მოსწავლეების მიმდინარე სასწავლო წლის საგნობრივი ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობისათვის“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ მეორე ტურში გასულ მოსწავლეთა სია
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა