| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

4 დეკემბერს, ხულოს საჯარო სკოლებში, აჭარის ინტელექტ კლუბის მიერ დაგეგმილი ღონისძიება - „რა, სად, როდის?“ ონლაინ რეჟიმით ჩატარდა.
ჩემპიონატში ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-5 ადგილი მოიპოვა.
„გუნდი მონდომებით განეწყო საბრძოლველად. ონლაინ შეჯიბრი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალი გამოწვევაა მათთვის.
გუნდმა (კაპიტანი ზ.ბოლქვაძე) მონდომებით ითამაშა. სკოლებს შორის მე-5 ადგილი მოიპოვა. თუმცა, ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენიმე პასუხის დაფიქსირება, დროულად ვერ შეძლო.
სკოლის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ინტელექტ კლუბს ღონისძიების, საინტერესო თამაშის ორგანიზებისა და ბავშვებში მოტივაციის ამაღლებისათვის. უკეთესი წარმატება სამომავლოდ განახლების საჯარო სკოლის გუნდს!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა