სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაზარობის ტრადიცია გაიხსენეს
03-12-2020
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაზარობა მოაწყვეს, რომლის მიზანი იყო მითოლოგიური ტრადიციის გახსენება.

პედაგოგი ციცინო გობაძე ტრადიციის ისტორიასა და მნიშვნელობაზე გვიამბობს.

„გუმბათში აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის ლამაზი ტრადიციები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. ძალიან ცოტამ იცის, რომ ჩვენში ბევრი ტრადიცია მითოლოგიურია. ლაზარე-ამინდის ღმერთი იყო ქართული მითოლოგიის მიხედვით. ლაზარია − აჭარაში, განსაკუთრებით, ხულოსა და ქედის რაიონებში დღემდეა შემორჩენილი ტაროსის, ამინდის ღვთაების − ვობის დღესასწაული. ლაზარობა ამ ღვთაების თაყვანისცემისა და განსახიერების ნაშთად არის მიჩნეული. ლაზარობა, იგივე, ლაზარია, აჭარაში, გვალვის ანდა ხშირი წვიმების საწინაღმდეგო რიტუალი იყო. სოფლის გოგო-ბიჭები, ზოგჯერ, ყავრის ორი ნაჭრისაგან ჯვრის მაგვარ დედოფლის მოზრდილ ფიგურას აკეთებდნენ, ჩააცმევდნენ კაბას და ზედა გაფართოებულ ნაწილზე დედოფლის სახეს გამოსახავდნენ. თორმეტი-ცამეტი წლის ბავშვები კალათებითა და კოლოფებით სოფელს ჯგუფურად შემოივლიდნენ, ცეკვა-თამაშობით სოფელს დაუვლიდნენ, ერთ ბავშვს დედოფლის − ლაზარიას ფიგურა ეჭირა, სხვები ლაზარიას უკან მისდევდნენ. ბავშვები ოჯახისაგან პროდუქტებს ითხოვდნენ. მასპინძელი გამოუტანდა ცოტ-ცოტა პროდუქტს და თან თუნგით წყალს მიასხამდა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით კი − ლაზარია დაესველებინა. ასე ჩამოივლიდნენ ოჯახებს და მერე ერთ ოჯახში მოიყრებოდნენ, შეგროვილი პროდუქტით საჭმელს გააკეთებდნენ და შეექცეოდნენ. სწამდათ, რომ ამის შემდეგ წვიმა მოვიდოდა. ზოგიერთ ქართველურ ტომში ამ რიტუალს ცეკვები თან ახლდა. სასურველი ამინდის, განსაკუთრებით, წვიმის გამოწვევისათვის ლაზარობის ინსცენირება და ლაზარეს სადიდებელი ლექს-საგალობლები ზემო აჭარაში ფართოდ იმიტომაც იყო შემორჩენილი, რომ წყლის სიუხვეზე ოცნება და სათანადო ზრუნვა ამ მხარის მკვიდრს, მიწათმოქმედს, მესაქონლეს − მწყემსს უძველესი დროიდანვე თან სდევდა“,-გვიამბობს პედაგოგი ციცინო გობაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება