სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კომპლექსური დავალებები მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის“-ბათუმის N14 სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურად არის ჩართული
27-11-2020
-
+


ბათუმის N14 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“. როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ ბავშვები უფრო მეტად აქტიურები, ხალისიანები და დაინტერესებულნი არიან კომპლექსური დავალებების შესრულების დროს.

„კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს უწყობს მოსწავლეს განუვითაროს შემოქმედებითი უნარ–ჩვევები. მათი შესრულებისას ვითარდება საკითხის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარი. ამგვარი მიდგომა თითეულ მოსწავლეს თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

ბავშვები უფრო მეტად აქტიურები, ხალისიანები და დაინტერესებულნი არიან კომპლექსური დავალებების შესრულების დროს, თუმცა ნაწილს გაუჭირდა შესრულება.

მასწავლებლები იყენებენ ელექტრონულ რესურსებს, სახელმძღვანელოს. შესაძლებელია სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაცია კომპლექსური დავალების შინაარსიდან და თემატიკიდან გამომდინარე.

მასწავლებლისთვის „ახალი სკოლის მოდელი“ არის ერთგვარი გამოწვევა. მასწავლებელი თვითონ სწავლობს ბავშვებთან ერთად. არის შრომატევადი საქმე, თუმცა „ახალი სკოლის მოდელი“ მასწავლებელს საშუალებას აძლევს უფრო სისტემატიზირებულად ჩაატაროს გაკვეთილები. ასევე მასწავლებელი უფრო თავისუფალია აქტივობების არჩევაში. ეს მოდელი საშუალებას იძლევა გაიგოს უკეთესად თითოეული მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები. ვფიქრობთ, რომ ამ მოდელის საშუალებით გავაუმჯობესებთ სასწავლო პროცესს და შესაბამისად კარგ შედეგზე გასვლა ჩვენთვის ნიშნავს წარმატებას“,-ნათქვამია დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება