სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უკეთ ვისწავლოთ პოეტური სემანტიკა და ლექსიკა“ - მოლითის საჯარო სკოლაში ლიტერატურის წრე ფუნქციონირებს
06-11-2020
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში, 2020 წლის 29 სექტემბრიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მზია აბულაძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ლიტერატურის წრე სახელწოდებით „უკეთ ვისწავლოთ პოეტური სემანტიკა და ლექსიკა“.

მიზნობრივი ჯგუფია მოლითის საჯარო სკოლის VI და VII კლასის მოსწავლეები.

წრის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მხატვრულ ნაწარმოებში ტროპის სახეებისა და პოეტური ლექსიკის სახეობების ამოცნობას, მათი მნიშვნელობების გაგებასა და გააზრებას. შეძლებენ იმის გარკვევას, თუ რა მნიშვნელობით იყენებს მას ავტორი კონკრეტულ შემთხვევაში.

მოკლე მიმოხილვა: მოსწავლეებს ხშირად ძალიან უჭირთ მხატვრულ-გამომსახველობით სახეობებზე მუშაობა, მათი ამოცნობა. რადგანაც ტროპის სახეობები ერთმანეთს ჰგავს, რთულია განსაზღვრო სად გადის ზღვარი, რომლის საფუძველზეც ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მეტაფორა, ეპითეტი, გაპიროვნება, სიმბოლო და ასე შემდეგ. აღნიშნული ლიტერატურული წრე მოსწავლეებს დაეხმარება მეტი გაიგონ მხატვრული სტილისა და სტილისტიკის საკითხების შესახებ, იმუშაონ შესაბამის ტექსტებსა და მაგალითებზე, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებასა და პოეტური სემანტიკის დანიშნულების განსაზღვრას მხატვრულ ნაწარმოებში.

საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალასა და შესაბამის აქტივობებს.

წრის ხანგრძლივობა: 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრი. 11 სამუშაო შეხვედრა. სამშაბათობით. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო დრო.

  1. შეხვედრა I – 29.09.2020.

პოეტური სემანტიკის მნიშვნელობის განსაზღვრა. ნაცნობი ტროპის სახეების გახსენება და მათი როლისა და დანიშნულების გაანალიზება მხატვრულ ნაწარმოებში. ტროპის ერთ-ერთი უმთავრესი სახეობის, მეტაფორის განსაზღვრა და შესაბამის მაგალითებზე მუშაობა. ვარჯიში მეტაფორის ამოცნობაზე.

  1. შეხვედრა II – 6.10.2020.

ეპითეტი. მეტაფორული ეპითეტი. ძირითადი მსგავსება-განსხვავებების დადგენა ეპითეტსა და მეტაფორას შორის. შესაბამისი მაგალითების საშუალებით ეპითეტის ამოცნობაზე ვარჯიში.

  1. შეხვედრა III – 13.10.2020.

შედარება, როგორც პოეტიკის ტერმინი. შედარების სახეობები: მარტივი, რთული, დადებითი და უარყოფითი. შესაბამისი მაგალითების გამოყენებით, მხატვრული ტექსტებიდან ამონარიდების საშუალებით შედარების ამოცნობაზე ვარჯიში.

  1. შეხვედრა IV – 20.10.2020.

გაპიროვნება, როგორც მეტაფორის კერძო სახეობა, გაპიროვნების არსის გახსენება და გაანალიზება. შესაბამის მაგალითებზე მსჯელობა და ვარჯიში გაპიროვნების ამოცნობაზე კონკრეტული მხატვრული ტექსტების საშუალებით.

  1. შეხვედრა V – 27.10.2020.

პერსონიფიკაცია, როგორც მხატვრული ლიტერატურის გამოსახვის ხერხი. ძირითადი მსგავსება-განსხვავებების განსაზღვრა გაპიროვნებასა და პერსონიფიკაციას შორის. შესაბამისი მაგალითების საშუალებით ვარჯიში პერონიფიკაციის ნიმუშების ამოცნობაზე.

  1. შეხვედრა VI – 3.11.2020.

ალეგორია, როგორც ტროპის ერთ-ერთი სახეობა, გამოსახვის (გამოხატვის) ფორმა. ალეგორიის დანიშნულება მხატვრულ ტექსტში. ნაცნობი ტექსტების მოშველიება ალეგორიის არსის განსასაზღვრად და შესაბამის მაგალითებზე ვარჯიში.

  1. შეხვედრა VII – 10.11.2020.

პოეტური ლექსიკის, პოეტური ენის მნიშვნელობის განსაზღვრა მხატვრულ ნაწარმოებში. ნეოლოგიზმების არსის გაგება-გაანალიზება. რა მიზნით მიმართავს მას ავტორი. შესაბამის მაგალითებზე დაყრდნობით ნეოლოგიზმების ამოცნობაზე ვარჯიში.

  1. შეხვედრა VIII – 17.10.2020.

ჟარგონიზმები, როგორც პოეტური ლექსიკის ნაირსახეობა. მათი დანიშნულება მხატვრულ ნაწარმოებში. შესაბამისი მაგალითების მოყვანა სხვადასხვა მხატვრული ტექსტიდან და იმის გაანალიზება თუ რა მნიშვნელობით იყენებს მას ავტორი.

  1. შეხვედრა IX - 24.11.2020.

პროფესიონალიზმები. მათი მნიშველობის განსაზღვრა. შესაბამისი მაგალითების მოხმობით პროფესიონალიზმების გამოცნობაზე ვარჯიში.

  1. შეხვედრა X – 01.12.2020.

პარონიმები - პარონიმებთან დაკავშირებული ძირითადი შეცდომების გაანალიზება და მათი დანიშნულების არსის განსაზღვრა პოეტურ მეტყველებაში. შესაბამის მაგალითებზე მუშაობა და ვარჯიში.

  1. შეხვედრა XI – 08.11.2020.

წრის საბოლოო შეხვედრა, განვლილი მასალის შეჯამება. ზეპირი გამოკითხვა და წერითი დავალების შესრულება“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება