სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დუისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის - ნიკა ციხესაშვილის წარმატების ფორმულა
14-08-2020
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული ნიკა ციხესაშვილი საზოგადოებას თავს წარუდგენს და იმის შესახებაც გვიამბობს, როგორ შეიძლება სკოლის მოსწავლემ კარიერულ წინსვლას მიაღწიოს:

„მე ვარ ნიკა ციხესაშვილი, დღეს გავხდი 18 წლის. ვცხოვრობ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში. წელს დავამთავრე დუისის საჯარო სკოლა. ვმონაწილეობდი ბევრ პროექტში და მაქვს ბევრი სერტიფიკატი და სიგელი. 

2017 წლის ივლისში მივიღე მონაწილეობა პროექტ CYLP(Caucasus Youth Leadership Program)-ში რომელშიც გავიმარჯვე და წილად მხვდა Indiana State University - ში ბიზნესისა და მეწარმეობის შესწავლა. მთელი ერთი თვე დავდიოდი სხვადასხვა ღონისძიებებზე და ასევე მაქვს ოფიციალური Indiana State University-ს სერტიფიკატი. ამერიკაში ყოფნისას პროგრამის ფარგლებში დავწერე ჩემი პროექტი, რომელიც წარვადგინე ამერიკაში, აზერბაიჯანის სავაჭრო პალატაში სადაც დიდი აღტაცებით შეხვდნენ ჩემს გამოსვლას.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ განვაგრძე აქტიური ცხოვრება და ჩავერთე სხვა ბევრ პროექტში, როგორიცაა: San Diego State University-ს 2017 წლის STEM ACADEMY, ეტალონი, „მოდი ვითამაშოთ ერთად“, „ჩემი თვალით დანახული ევროპა“, „მე, აქტიური მოქალაქე“, „ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერა არალეგალური მიგრაციისა და რადიკალიზაციის რისკების შემცირებით“, „ინიციატივა საქართველოში ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით“ და McClain - ისა და FRD - ის ბევრ პროექტში.

2018 წლის დასაწყისში წავედი ბორჯომსა და ბაქოში CYLP -ის პროგრამის ფარგლებში. ბორჯომში წარვადგინეთ პრეზენტაცია კომპოსტირებაზე ბორჯომის სხვადასხვა სადა ბაღში, რის შემდეგაც ისინი შეუდგნენ პროექტის განხორციელებას. ამის შემდეგ გავემგზავრე ბაქოში, სადაც დავწერე ახალი პროექტი რომელიც ეხებოდა ღია ბიბლიოთეკების შექმნას, რომელიც წარმატებით დამიფინანსეს. 

2019 წელი ჩემთვის იყო ცხოვრების შემცვლელი რადგან 1 წლით მომიწია აშშ-ს ერთ-ერთ სკოლაში, კერძოდ, Bloomington High School North-ში სწავლა, რაც ამერიკაში მცხოვრები, ჩემი მიმღები ოჯახის მხარდაჭერის დამსახურებაა და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისთვის, რადგან მათ სრულიად დამიფინანსეს ვიზა, მგზავრობა და საცხოვრებელი ადგილი და დამანახეს სრულიად ახალი სამყარო და კულტურა. ვიმოგზაურე: ჩიკაგოში, ტექსასში, ვაშინგტონში, ვესტ ვირჯინიაში და სხვა ქალაქებსა და შტატში.

გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოში 2020 წლის იანვარში მომიწია დაბრუნება და მეთორმეტე კლასის წინასწარ დახურვა, რადგან მეთორმეტე კლასში ამერიკაში ვსწავლობდი. მეთორმეტე კლასი დავამთავრე 2 მარტს, რის შემდეგაც შევუდექი ეროვნული გამოცდებისთვის ინდივიდუალურად, რეპეტიტორის გარეშე მეცადინეობას და გავხდი სტუდენტი.

აღსანიშნავია ის, რომ ვარ გამხმოვანებელი Tokyo.ge - ზე. ასევე მაქვს ჩემი YouTube არხი და ვქმნი ელექტრონულ მუსიკას. 

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს წარმატებებს საფუძველი როდი სკოტის სახელობის ფონდმა, დუისის საჯარო სკოლამ და ჩემმა ამერიკელმა მიმღებმა ოჯახმა ჩაუყარა, რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც განვითარებასა და წინსვლაში მიწყობდა ხელს და კვლავ განაგრძობენ ამას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება