სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლას 3 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს
07-08-2020
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლას სამი ოქროსა და სამი ვერცხლისმედალოსნობის კანდიდატი ჰყავს. დისტანციური სასწავლო პროცესის მიუხედავად, მოსწავლეებმა სწავლა წარჩინებით დაასრულეს. სკოლის დირექციამ მათ გზა დაულოცა.

„2020 წელი მეტად რთული აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. განსაკუთრებული გავლენა იქონია საშინელმა პანდემიამ სკოლაზე. პანდემიამ აბსოლუტურად სხვა რაკურსით შემოაბრუნა ჩვენი მეთორმეტეკლასელების  ცხოვრებაც. ისინი ჯერ კიდევ შემოდგომიდან გეგმავდნენ თავიანთ ბოლო ზარს, სულ სხვანაირ ფერებში ჰქონდათ წარმოდგენილი დამშვიდობება სკოლასა და მასწავლებლებთან, მაგრამ ახალმა რეალობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ახლებურ სასწავლო პროცესს მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ადვილად აუღეს ალღო. ამისი ნათელი მაგალითია ის, რომ დაბა ასპინძის საჯარო სკოლას ჰყავს სამი ოქროსა და სამი ვერცხლისმედალოსნობის კანდიდატი. ოქროსმედალოსნობის კანდიდატები არიან: მარიამ კოსტანიანი, ქრისტინე ტივაძე და მანანა ბლიაძე, ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატები კი - ანანო გრიგორიანი, ელენე იველაშვილი და მარიამ ლონდარიძე.

სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ქრისტინე ტივაძემ გვითხრა:   

„მედლით დაჯილდოება მოსწავლეების წახალისების საუკეთესო გზაა. მიხარია, რომ ერთ-ერთი ოქროს მედლის კანდიდატი ვარ და ჩემი მრავალწლიანი შრომა დაფასდა. ეს ტრადიცია ახალგაზრდების მოტივაციას ამაღლებს, რაც, რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ვფიქრობ, მისი შენარჩუნება სკოლებში აუცილებელია“.

ჩვენო წარჩინებულო კურსდამთავრებულებო, წარმატებულ მომავალს გისურვებთ, არ დაგავიწყდეთ, „ვისი გორისანი ხართ“, „გზა-გზა დააფინეთ სიკეთე და იყავით ის, ვინც ხართ ნამდვილად“, - წერია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება