სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სურვილია, სკოლაში აღდგეს სასწავლო პროცესი“ - ალათუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებზე
31-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში დირექტორები და სკოლის წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

ამჯერად, სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალათუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ბოლქვაძე გვიზიარებს. 

„უჩვეულო და დამაბნეველი იყო გასული სასწავლო წელი. ასეთი რამ არ სმენია კაცობრიობას. ეს უჩინარი მტერი უცნაურად ექცევა ადამიანებს...

2019-2020 სასწავლო წლის მეორე ნახევარი თითქმის სახლში გავატარეთ შეშინებულებმა, ბუნდოვანი მომავლის მოლოდინით შეპყრობილებმა. მორჩა სასწავლო წელი დისტანციურად, როგორღაც მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ცოცხალი ურთიერთობები მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ბავშვებს შორის. ყველას მოგვენატრა აჟრიამულებული სკოლა, ყველას გვინდა, რომ სექტემბერში ისევ დავუბრუნდეთ სასკოლო პროცესს, ისევ აღვადგინოთ ძველებური ურთიერთობები, თუმცა, ყველას გვესმის, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

ჩვენი სურვილია, სკოლაში აღდგეს სასწავლო პროცესი, გავფრთხილდეთ, დავიცვათ სათანადო წესები და ვიყოთ სკოლაში. თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც და თუ გამწვავებას დაიწყებს ეპიდემია, გადავიდეთ დისტანციურ სწავლებაზე, როცა ჩაწყნარდება ისევ სკოლაში გავაგრძელოთ, იმის იმედით, რომ მალე გაივლის ან ვაქცინას შექმნიან და გვეშველება.

დისტანციური სწავლება სულ არარაობას სჯობია, მაგრამ ასეთი განათლება არაა სრულყოფილი. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ინტერნეტიც არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველას არა აქვს სახლში კომპიუტერები, ტელეფონები. ყველამ არ იცის კომპიუტერის მოხმარება. ზოგ ოჯახში 2 და მეტი მოსწავლეა და ძნელია კომპიუტერის განაწილება. მცირეა სასწავლო რესურსები, ბავშვი ნაკლებად გრძნობს პასუხისმგებლობას. დადებითი მხარეც არის - დამოუკიდებლად მუშაობას სწავლობს ზოგი ბავშვი ინტერნეტში, ეძებს და მოიძიებს მასალებს, ეცნობა სხვადასხვა სიახლეებს...

მოკლედ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებში.

მოუთმენლად ველოდებით ჯანმრთელ სექტემბერს და ალათუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დიდი სურვილი სკოლაში დაბრუნებაა.

წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება