სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარადისის საჯარო სკოლის ​ეკოკლუბის წევრებმა გამოუსადეგარი ნარჩენებისგან ახალი ნივთები და დეკორაციები შექმნეს
29-07-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ​ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფარგლებში მორიგი აქტივობა გადანხორციელეს. 

ეკოკლუბელებმა​ მეორადი, გამოუსადეგარი ნარჩენებისგან ახალი ნივთები და დეკორაციები შექმნეს.

კლუბის წევრებმა მარადისში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლის (გოჩა პაქსაძის) დახმარებით შეძლებს ძველი სარეცხის მანქანისგან ნაგვის ურნის დამზადება, ხოლო ძველი რკინის ბადისგან გააკეთდა პლასტმასის ბოთლებისა და ცელოფნის პარკებისათვის ურნა, რომელიც სკვერის გარე პერიმეტრზე განთავსდა.

მოსწავლეებმა შეძლეს ძველი საბურავების შეგროვება, რომლებითაც სავარძლები დამზადდა. ასევე სკვერში განთავსდა საბურავებისგან დამზადებული საყვავილეები, რომლებშიც მოსწავლეებმა თავიანთი მოყვანილი ყვავილები გადარგეს. (ესენია:გაზანია , ჯუჯა გვირილა და სხვა.) გოჩა პაქსაძე ეკოკლუბელებს ამ საქმიანობაშიც ეხმარებოდა.

სამწუხაროდ პანდემიის გავრცელების გამო მოსწავლეებმა საბურავებისგან დამზადებული სავარძლების შეღებვა ვერ მოახერხეს, თუმცა სამომავლოდ მათ გალამაზებას აპირებენ. ასევე სკვერის ტერიტორიაზე გეგმავენ სხვადასხვა დეკორაციების დამზადებას და განლაგებას.

აქტივობა შეესაბამება გარემოს მდგრადი განვითარების მე-12 (მდგრადი მოხმარება და წარმოება.) მიზანს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება