| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესო გახადეს. მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად ერთვებოდნენ და დავალებებსაც ასრულებდნენ.
სკოლის დირექტორი ლელა ხარშილაძე ამაყობს სასწავლო პროცესში მასწვლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობით და ამბობს, რომ სკოლამ გამოწვევას თავი კარგად გაართვა. დირექციამ მოსწავლეები საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო! გლობალური პანდემიის ფონზე თქვენ მოახერხეთ და წარმატებით დაასრულეთ მე–2 სამესტრი, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ჩვენს მასწავლებლებთან ერთად თქვენს მშობლებსაც მიუძღვის.
სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა გილოცავთ 2019-2020 სასწავლო წლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ არდადეგებს, ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს. ძალიან დიდი მადლობა მშობლებს სკოლასთან თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა