სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თავად უნდა იყო მზე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ გაცისკროვნება“- კვახჭირის საჯარო სკოლის პედაგოგი თინათინ ყუფარაძე საკუთარი პროფესიის შესახებ
10-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.  

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, კვახჭირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თინათინ ყუფარაძე გვიზიარებს ხედვას თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი.

                                                                     21-ე საუკუნის მასწავლებელი?

ბევრი თქმულა და ბევრიც ითქმება მასწავლებლის პროფესიაზე, როლზე.ყველას ჩვენებურად გვესმის მასწავლებლის ფუნქცია და მოვალეობა, მაგრამ ვთანხმდებით მთავარ საკითხზე: მასწავლებელი, პირველ რიგში უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური. ყველა პროფესია მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას, მაგრამ იყო ყველა პროფესიის დედა-მშობელი, ასწავლიდე მომავალ ექიმს, იურისტს, ინჟინერს, პოლიტიკოს და ა.შ.ეს არა მარტო პასუხისმგებლობაა, არამედ უფლისგან კურთხეული საქმე. დალოცვილია ყველა მასწავლებელი ვისაც კი ერთი აგური დაუდევს და მომავალი უშენებია,მომავალი თაობის აღზრდაზე უფიქრია, გაუგრძელებია სხვების დაწყებული საქმე. ნ.ბარათაშვილის მერანივით, გზა გაუთელიასიძნელეებით და პრობლემებით აღსავსე გზა, მაგრამ არ გაჩერებულა, წინ წასულა, ხელი არ ჩაუქნევია, იმიტომ, რომ ამაყია, მის უკან მთელი თაობებია, ანთებული თვალები, რომლებიც მომავალს იმედით უყურებენ, მათ სჭირდებათ ძლიერი მასწავლებელი, პრობლემემთან მებრძოლი „ამირანი“, საუკეთესო მაგალითი უნდათ. ბევრი სიძნელეა, მერე რა ესაა ცხოვრება. სირთულეებთან ბრძოლას თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოსწავლეები, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი წინაპრები ყოველდღე იბრძოდნენ მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად. ჩვენ გვქონდა დიდგორი,ბასიანი,შამქორი..... ვიბრძოდით ,ვიმარჯვებდით და ვმარცხდებოდით,მაგრამ არ ვნებდებოდით .......ილიას თერგივით, ხმაურით ვაგრძელებდით ცხოვრებას და არა, ერთ ადგილზე მდგომი დიდებული მყინვარწვერივით.

საოცარი პროფესიაა მასწავლებლობა, გაბრუნებს უკან ბავშვობაში-მარადმწვანე ხდები. თავად უნდა იყო მზე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ გაცისკროვნება.

მაინც როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს ცოდნა გადასცეს?

თუ გინდა სხვას ასწავლო ,მაშინ თავად უნდა სწავლობდე,მუდმივად უნდა ვითარდებოდე, უნდა ტრანსფორმირდე,მოსწავლის პოზიციიდან უყურებდე სამყაროს,ქრება ასაკობრივი ბარიერი ,მათი აზრები შენია.მეგობარი უნდა გახდე,ნდობაა საჭირო.მოსწავლის ცხოვრების ხიდად უნდა იქცე,ხეზე ასვლა უნდა ასწავლო,ხარაჩოს დადგმა უნდა შეძლო ,თითოეული მოსწავლე უნდა აღიქვა,როგორც თანასწორი, ყველა თანაბრად  გიყვარდეს,საკუთარი ძალების რწმენა  ასწავლე,მოარგე სასწავლო პროცესი მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს .გამოიყენე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.უჭირთ თარიღების დამახსოვრება? საუკუნე დაიმახსოვრონ,ისტორიული პიროვნებების  პორტრეტები დახატონ,ისტორიული მოვლენა სცენაზე გააცოცხლონ,მიეცი შესაძლებლობებს გზა ფართო,მთავარია ირწმუნონ,გენდონ,თანამშრომლობაზე წამოვიდნენ.

საკუთარმა პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა. თითოეული სასწავლო წელი ახალი გამოწვევაა,ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო, არ გაქვს მოდუნების უფლება.უნდა ლავირებდე ,ყველა სიტუაციას უნდა მოერგო მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად,მუდმივად ეძებდე სიახლეებს ,ეკითხებოდე კოლეგებს რჩევებს,საუკეთესო მაგალითს ნერგავდე პრაქტიკაში,ითვალისწინებდე  მოსწავლეთა ინტერესებს და შესაძლებლობებს. სასწავლო გარემო უნდა მოერგოს მოსწავლეს და არა პირიქით.

ფორსმაჟორია? დისტანციურად გიწევს სწავლება?არა უშავს ,გაცილებით დიდი პრობლემა ჰქონია კაცობრიობას,პირველი და მეორე მსოფლიო ომები,მაგრამ გადავრჩით,ეს ჩვენი ახალი რეალობაა,გვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება და გარემო პირობების ადაპტირება.ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს.თუ გმირობა გინდა ,პრობლემას უნდა გაუმკლავდე,ბრძოლის წესები უნდა შეცვალო.მოსწავლეს თანამშრომლობა შესთავაზე.

არ იყო მარტივი, კონტაქტურიდან დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადასვლა.ყველას გაგვიჭირდა თავიდან,მაგრამ სიახლემ ჩაგვითრია, იყო ვებინარები,ინსტრუქციები,უძილო ღამეები ,მაგრამ შევძელით  და პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოვერიეთ.არ მივეცით საკუთარ  თავს  და მოსწავლეებს მოდუნების უფლება,ერთმანეთს ვეხმარებოდით,ერთობლივად ვგეგმავდით სასწავლო პროცესს.სასწავლო პროცესი სახალისო გახდა , მთელი ოჯახი ერთვებოდა ,ერთ მუჭად გავერთიანდით ,მასწავლებელი -სკოლა და ბავშვი-ოჯახითიმსი ჭედავდამესენჯერით ვკონტაქტობდით, ინტერნეტის არ ქონის შემთხვევაში სატელეფონო კავშირი გვქონდა, როგორც შეგვეძლო ისე ვიბრძოდით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიმარჯვეთ. დავძლიეთ მთავარი მტერი - კორონა, არ მივეცით გავრცელების საშუალება, დავიცავით მომავალი თაობა და ვისწავლეთ სირთულეებთან გამკლავება. ძალა ერთობაშია“.

   თერჯოლის მუნიციპალიტეტი/კვახჭირის საჯარო სკოლა ისტორიის მასწავლებელი თინათინ ყუფარაძე.

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება