| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის ისტორიას მრავალი ღვაწლმოსილი მასწავლებლის სახელი ავსებს. მათი შრომა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში ფასდაუდებელია.
ორღულის საჯარო სკოლის თანამშრომლებმა, სკოლაში გამართულ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წარმოაჩინეს სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები, ქალბატონები - გოგოლია ღუღუნიშვილი, ნაილი ნოზაძე, ელიზა ცუხიშვილი, ქეთო ჭიღლაძე და მზიანა იობაშვილი, რომელთაც სკოლის თანამშრომლების სახელით გადაეცათ „ღვაწლმოსილი მასწავლებლის“, „ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარისა“ და „ღვაწლმოსილი ბუღალტრის“ ტიტული.
სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა საქმის ერთგულებისა და არაერთი განათლებული თაობის აღზრდისთვის.
„მადლობა, ძვირფასო ქალბატონებო, ათეული წლები მომავალი თაობის სამსახურში ერთგული გარჯისათვის! გისურვებთ, გვყავდეთ დღეგრძელი და ჯანმრთელი და კიდევ დიდხანს ემსხუროთ ქვეყნის მომავალს“,- აღინიშნა სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიების სტუმრებს.
„ღონისძიებას გვიმშვენებდნენ საჩხერის რესურსცენტრის ძვირფასი ხელმძღვანელი, ქალბატონი ლიკა, საუკეთესო გუნდთან, ქალბატონ სოფოს და ქალბატონ ნანასთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ღონისძიების მომზადებასა და მაღალ დონეზე ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეთორმეტე კლასმა თავისი დამრიგებლის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა