სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VIII კლასში თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“ დისკუსია გაიმართა
26-06-2020
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VIII1 კლასში (დამრიგებელი ირინე ჯინჯიხაძე) ჩატარდა დისკუსია თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“. დისკუსიის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულები მოსწავლეები და მასწავლებელი ლია კოპალეიშვილი.

დისკუსია საინტერესოდ წარიმართა და მას ისტორიის მასწავლებელი მანანა ტყეშელაშვილი ესწრებოდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული მომენტები, ისაუბრეს დამოუკიდებლობის ცნებაზე. მოსწავლეებს ჰქონდათ საკუთარი აზრი არა მარტო სახელმწიფოებრივ, არამედ პიროვნულ დამოუკიდებლობასა და მის მნიშვნელობაზე. განხილვის თემა იყო აგრეთვე პატრიოტიზმი, რომელმაც საქართველო გამარჯვებამდე მიიყვანა. განსაკუთრებით საინტერესო იყო დისკუსია მოქალაქეობრივ მოვალეობაზე და ის დღევანდელ გამოწვევას მსოფლიო პანდემიას დაუკავშირეს. დისკუსია აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.

შეჯამების დროს მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ მიეცათ საშუალება საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და ერთად მივიდნენ დასკვნამდე „ჩემში გარეშე პირი საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს უნდა ხედავდეს“.

დისტანციურად გამართულმა დისკუსიამ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა მერვე პირველი კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება