სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა ასაკიდან არის სავალდებულო და რამდენ წლამდე არ არის მიზანშეწონილი ბავშვისთვის პირბადის ტარება? - ნიღაბი გაგუდვის რისკს ზრდის
15-06-2020
-
+


კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ჯანდაცვის ქართველი ექსპერტები გვირჩევენ პირბადეები ვატაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია.

თუმცა, პირბადის ტარება მხოლოდ სპეციალისტების რჩევა არ არის და უკვე კანონით კონტროლდება. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, წესის დამრღვევი კი ჯარიმდება - მოქალაქე 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით.

ზრდასრულებთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა ხდება ბავშვების შემთხვევაში?

დღეს გახდა ცნობილი, რომ 6 წლამდე პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირბადის ტარების წესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 6 წლამდე ასაკის ბავშვებს არ შეეხებათ.

„ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. არ გავრცელდება, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ასევე  ვიცით, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ადრე სოციალური ქსელებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მაღაზია მშობელს სთხოვს მცირე ასაკის ბავშვს მაღაზიაში შესვლისას პირბადე გაუკეთოს. 

მშობლები აღნიშნავდნენ, რომ მაღაზიაში შესვლისას კონსულტანტები მათ მცირე ასაკის ბავშვისთვის პირბადის გაკეთებას სთხოვდნენ.

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, იმედგაცრულებული მშობელი წერს, რომ მას ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში 11 თვის ბავშვისთვის მოსთხოვეს პირბადის გაკეთება. 

„11 თვის ბავშვზე მეუბნებოდნენ პირბადით შემოიყვანეო, მაშინ როცა უამრავი რესურსია ინტერნეტში ქართულ და უცხოურ ენაზე, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადე არ უნდა გავუკეთოთ“, - წერს მშობელი. 

და მართლაც, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამედიცინო ნიღბების ტარების საფრთხის შესახებ მშობლებს აფრთხილებენ იაპონელი და ამერიკელი სპეციალისტები. იაპონიის პედიატრთა ასოციაცია თვლის, რომ ნიღაბს სუნთქვის გაძნელება და ბავშვების გაგუდვის რისკის გაზრდა შეუძლია.

„ნიღბებს შეუძლიათ სუნთქვის გაძნელება, რადგან პატარებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ“,- აღნიშნავენ სპეციალისტები.

გარდა ამისა, ნიღბების ტარებამ შესაძლოა გულზე დამატებითი დატვირთვა შექმნას, ცხელ ამინდში კი სითბური დარტყმის რისკი გაზარდოს. „სითბოს ინარჩუნებს ნიღაბი, რის გამოც სითბური დარტყმის მაღალი რისკი არსებობს“, - ხაზგასმით აღნიშნავენ ასოციაციაში.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) და ამერიკის პედიატრთა აკადემიამ (AAP) ასევე ადრე განაცხადეს, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ნაჭრის ნიღბების ტარება რეკომენდირებული არ არის.

ასე, რომ დღეიდან, თამამად შეგიძლიათ არ დაემორჩილოთ, მაღაზიასა თუ დახურულ სივრცეში, 6 წლამდე ბავშვისთვის ნიღბის გაკეთების მოთხოვნას. 

იხილეთ ასევე: პირბადის სწორად მოხმარების წესები - დაიცავით თავი ვირუსებისგან


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება