| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და შეუფერხებლად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის პროცესში ხალისით ჩასართავად ბევრ საინტერესო რესურსს სთავაზობენ. IIბ კლასის მასწავლებელი ნათია ცინცაძე ამბობს, რომ პანდემიამდეც სარგებლობდნენ მოსწავლეები საგანმანათლებლო სივრცეებით.
„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ააფორიაქა მსოფლიო, ყველა სფეროში შეიხედა და ადამიანებმა დაიწყეს გამოსავალის ძებნა.
ამ მხრივ არც განათლება დარჩენილა უმოქმედოდ. დისტანციური სწავლების გამოცხადებისთანავე დავიწყეთ შესაფერისი პორტალის ძებნა, რაც საკლასო ოთახში მუშაობის პროცესს ცოტა ხნით შეგვიცვლიდა. ბათუმის N8 სკოლის IIბ კლასში პანდემიამდეც ვსარგებლობდით საგანმანათლებლო სოციალური ქსელით edmodo, რაც სასწავლო პროცესში ონლაინრესურსების, ფილმების, ტესტების ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარებოდა. ძირითადად ვქმნიდით ელექტრონულ, ხმოვან წიგნებს, რომლებსაც ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ. ეს ყოველივე მათ მოტივაციასაც უმაღლებდა და სხვა სოციალურ უნარებსაც უვითარებდა.
მალე ყოველდღიურობად იქცა და პირველი არხის ტელესკოლის პარალელურად გადავწყვიტეთ ჩვენეული ტელესკოლაც შეგვექმნა. მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დავიწყეთ ვიდეოგაკვეთილების შექმნა. ისინი ერთმანეთს უზიარებენ, მსჯელობენ, უხსნიან, უფრო მეტად უგდებენ ყურს და ითვალისწინებენ მეგობრების რჩევებს. ვფიქრობ, ამ გზით მოსწავლეებს სირთულის დაძლევაში დავეხმარეთ და საინტერესო რესურსებიც შეიქმნა.
ჯერ კიდევ ბევრი საჭირო საკითხის განხილვა გველოდება...“-აღნიშნულია IIბ კლასის მასწავლებლის, ნათია ცინცაძის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა