სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!“ - ქუტირის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს დამრიგებელი ლელა ბახტაძე ემოციური წერილით აცილებს
22-05-2020
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს დამრიგებელი ლელა ბახტაძე ემოციური წერილით აცილებს სკოლიდან. მასწავლებელი დამამთავრებელ კლასთან ერთად გატარებულ წლებს იხსენებს. 

„სულ ცოტა დარჩა 20 მაისის დადგომამდე, სულ რაღაც რამდენიმე სააათი და სამუდამოდ გამოემშვიდობებით ბავშვობის უზრუნველ წლებს და სკოლის კედლებს. სევდანარევი სიხარულით ითვლით ამ საათებს ალბათ. გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად.

როგორ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, როგორი პატარები იყავით, 7 წელია ერთად მოვდივართ (არ დავიწყებ აქ საუბარს გულისტკენაზე...). გიყურებთ დაზრდილებს და გული მიჩუყდება... მინდა ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე. ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია! გლოცავთ, გეხვევით და იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები",-წერს ლელა ბახტაძე.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება