სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიცოცხლე მაინც ტკბილია, გამოვიყენოთ რაც არი“ - სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგის, ლამზირა ოსეფაშვილის ჩანაწერი
20-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ეპიდემიისგან გამოწვეულ შეცვლილ გეგმებზე გვიამბობს. მასწავლებელი თავის ჩანაწერში აღწერს, რას გეგმავდა მოსწავლეებთან ერთად და დისტანციური სწავლების დროს რა პროექტები განახორციელა.

„დღეს განსხვავებული მიმართულებით (ჩანაწერით) მინდა წარვსდგე თქვენ წინაშე.

მე ლამზირა მასწავლებელი ვარ,  ამ წელს სექტემბერში გავხდი წამყვანი პედაგოგი, ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და ისტორიას.  ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული ვარ. ერთი საოცარი თვისება მანსხვავებს სხვებისგან:  შრომისმოყვარეობა. 

გავიდა მრისხანე თებერვალი, მარტი. აპრილი, გადის მაისი.

მახსენდება  თებერვალში ჩატარებული ღონისძიება: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, მახსენდება ემოციები, განცდები, ცრემლები, რომელიც კითხვის დროს შევამჩნიე დამსწრე საზოგადოებას. აუდიტორია კმაყოფილი დარჩა, მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი დაგვეგეგმა  კიდევ რაიმე ღონისძიება ან ვიქტორინა.  მივედით კონსესუსამდე, რომ 9 აპრილზე უნდა  მოგვემზადებინა მასალები შემდგომი ღონისძიების ჩასატარებლად.

ღონისძიებიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ერთ-ერთ  საღამოს გადმოვალაგე ლექსები, სცენარები, რათა მეორე დღეს მოსწავლეებისთვის მიმეტანა და ტელევიზიით ვისმენ, რომ  სკოლაში სწავლა გადაიდო პანდემიის გამო. ვერ წარმოვიდგინე ბავშვების გარეშე როგორ უნდა გამეძლო.

მეგონა ცხოვრება დამთავრდა და დრო გაჩერდა. თავი უსარგებლოდ ვიგრძენი. წამიერად გამიელვა მოგონებებმა. რამდენიმე დღე გულჩათხრობილი ვიყავი.

მალე გამოვედი მდგომარეობიდან. ცოტა ხანში პორტალიც შეიქმნა და ონლაინგაკვეთილების სწავლა დავიწყეთ.

ონლაინრეჟიმში დავიწყეთ აქტიური ცხოვრება, ვასმენინებ მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს, ვიყენებ უამრავ სხვადასხვა რესურსებს, ვაძლევ დავალებებს.  რომელი მოსწავლეც  არ არის ჩართული ონლაინ სწავლებაში, ვურეკავთ და ვუხსნით გაკვეთილებს.

სამოქალაქო განათლების ფორუმი  მაისის ბოლოს ატარებს (taems) ღია ონლაინგაკვეთილს, რომელსაც ონლაინ უნდა დავესწროთ სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

მე, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგს მოდუნების უფლება არ მქონდა,  აქტიურ მოქალაქებს ვზრდი, მევე გავხალისდი, გამოვცოცხლდი, დავგეგმე საკლასო პროექტი: „გაიაზრე თავისუფლება.“  ჩავრთე მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეები.

პროექტის პირველი ფაზა: ნახატები  პანდემიის ფარგლებში.

მეორე ფაზა: მედიარესურსი შექმნა

მესამე ფაზა: ესე  „გაიაზრე თავისუფლება“

მოსწავლეებმა, შეძლებისდაგვარად, გაართვეს თავი  პროექტზე მუშაობას.

პროექტის საშუალებით მინდოდა მეთქვა საზოგადოებისთვის:  გავიაზროთ თავისუფლების ფასი, ნაყოფიერად განვკარგოთ დრო.

ჩემი გულწრფელი აღსარება ჩემი პატარა ლექსით მინდა დავასრულო:

„სიცოცხლე რაღაც სხვა არი, განათებული ლამპარი

არსებობ, სხვასაც სჭირდები, აი ეს არის მთავარი

თუ ბობოქრობის სადარი, მჩქეფარე ტალღად მავალი,

სიცოცხლე მაინც ტკბილია, გამოვიყენოთ რაც არი“

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,  გავიაზროთ თავისუფლების არსი, შევიგრძნოთ თავისუფლების სურნელი, ცხოვრება მშვენიერია“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის
ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი
ლამზირა ოსეფაშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება