სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლე კონკურსის - „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“ გამარჯვებულია
27-04-2020
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლე კონკურსის - „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“ გამარჯვებულია. 

აღნიშნული კონკურსი სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დაიგეგმა და მისი მიზანი იყო ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წარმოჩენა ქართველი ახალგაზრდებისათვის.

„კონკურსის მონაწილეებს უნდა მოეძიათ ერთი სიტყვა, რომელიც გახდებოდა მათი კანდიდატი ენაში დასაბრუნებლად ან გასააქტიურებლად. ამისათვის, გარდა ლექსიკოგრაფიული წყაროებისა, მათ უნდა წაეკითხათ ქართველი მწერლების ნაწარმოებები. შერჩეულ სიტყვაზე კონკურსანტებს უნდა დაეწერათ პატარა ესე, რომელშიც დაასაბუთებდნენ, თუ სად მოიძიეს სიტყვა, რას გამოხატავს ეს სიტყვა, რატომ მიაჩნიათ მათ მიზანშეწონილად აღნიშნული სიტყვის ენაში დაბრუნება ან გააქტიურება და სხვა.

ახლა კი გამარჯვებული: თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ მაისურაძე (პედაგოგი ზაირა გამყრელიძე).

ეთერის მიერ შემოთავაზებული, ენაში დაბრუნებისა და გააქტიურების კანდიდატია, სიტყვა მახალი.

„მე შევარჩიე სიტყვა ხურჯინი, რომელიც დღემდე  ქართული მეგონა და პირადად ჩემთვის ზღაპრებსა და თოვლის ბაბუასთან ასოცირდებოდა. ძალიან დამწყდა გული, როდესაც სულხან-საბას ლექსიკონში გადავაწყდი ამ სიტყვას და შევიტყვე, რომ იგი სპარსულიდან სესხების გზით ყოფილა შემოსული. ჩემთვის გაუგებარია, რამ განაპირობა ამ სიტყვის სესხება მაშინ, როდესაც გვქონია შესანიშნავი სიტყვა მახალი. რაც ყველაზე მთავარია, მახალი ქართულია, მას ჩვენი წინაპრები იყენებდნენ და მსურს, ჩვენს მეტყველებაშიც დაბრუნდეს იგი. რადგან ხურჯინი და თოვლის ბაბუა ჩემთვის ასოცირდებოდა იმედთან, მოლოდინსა და სიხარულთან, ახლაც იმედს გამოვთქვამ, ამ შესანიშნავი კონკურსის წყალობით, ეს სიტყვა დაბრუნდება ჩვენს ენაში, დამკვიდრდება და გაამართლებს ჩემს მოლოდინს!“

საკონკურსო კომისიამ მოიწონა ეთერ მაისურაძის შემოთავაზებული სიტყვა და იგი შეიტანა დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში ინგლისური სიტყვის saddlebag მეორე ქართულ ეკვივალენტად ხურჯინის გვერდით.

იმედია ისე არ გაგვიგებენ, თითქოს ქართული ენიდან ხურჯინის ამოღებას ვლამობთ. რა თქმა უნდა არა!

რაც შეეხება მახალს, ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში იგი ასეა განმარტებული: უნაგირის წინა კეხზე გადასაკიდებელი ჭურჭელი, „უფრორე აბრეშუმისგან ნაქსოვი" (ჩუბინაშვილი). 

ასე რომ, ეთერის წყალობით, მშვენიერი შესატყვისი მოიძებნა ინგლისური სიტყვისათვის saddlebag“,- აღნიშნავს პედაგოგი ზაირა გამყრელიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება