სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარჩი სახლში თქვენი და ჩვენი მომავლის გადასარჩენად“ - დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას მიმართავენ
06-04-2020
-
+


„დარჩი სახლში თქვენი და ჩვენი მომავლის გადასარჩენად“ - წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას მიმართავენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, ყველამ უნდა გავითავისოთ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ წესები და შევასრულოთ რეკომენდაციები.

მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

„კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის საქართველოში  სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი კომუნიკაციის არხების გამოყენებით ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში. დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ჩართული არიან მოსწავლეებთან, დისტანციური სწავლებით.

ქვეყანაში არსებული მძიმე გამოწვევების საჭიროების მიზნით, ქალბატონ ნარგიზ ვაშაყმაძემ არ დაიშურა თავისი შესაძლებლობები და თრიალეთის სკოლის მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადასცა ოჯახში დამზადებული დამცავი პირბადეები, რომელიც გამოიყენება მრავალჯერადად. ასევე, ოჯახის ბიბლიოთეკა გახადა ხელმისაწვდომი როგორც მოსწავლეების ასევე მკითხველთათვის“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება