სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
03-04-2020
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები ყველა საკომუნიკაციო საშუალებით ცდილობენ, მსწავლეებს მიაწოდონ საჭირო ცოდნა.

„დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენი სკოლაც ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს რეკომენდაციებით. ვიყენებთ თითქმის ყველა საკომუნიკაციო საშუალებას, ტელეფონს, სმარტფონს, ლეპტოპს (შესაძლებლობის ფარგლებში).

სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე დარეგისტრირებული ვართ Microsoft Teams-ში და შეძლებისდაგვარად ვმუშაობთ მასში, ასევე ვიყენებთ მესენჯერს, რამდენადაც მოსწავლეებისთვის ამ პლატფორმის საშუალებით უფრო მოსახერხებელია კომუნიკაცია.

ყველა მოსწავლე ვერ შემოდის Teams-ზე. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ სოფელში არ არის საკაბელო ინტერნეტი. მოსწავლეები შემოდიან ინტრერნეტში სმარტფონის  საშუალებით, მობილური ინტერნეტით, რომელზეც მეგაბაიტები მალე უთავდებათ. სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ ზოგიერთ ოჯახში 3 მოსწავლე და მხოლოდ 1 ლეპტოპია, რის გამოც ბავშვები ერთდროულად ვერ ახერხებენ გაკვეთილებზე ჩართვას. ამ შემთხვევაში მასწავლებლები ვთანხმდებით და რიგ-რიგობით ვუკავშირდებით მოსწავლეებს.

შეძლებისდაგვარად, ვახერხებთ კომუნიკაციას მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე, მშვიდობიანად გადაივლის და დავუბრუნდებით ჩვენს საკლასო ოთახებს.  თითოეული მასწავლებელი მზად ვართ, დაბრუნების შემთხვევაში ვიმუშაოთ დამატებით  და ავანაზღაუროთ გაცდენილი საათები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება