სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა გაიბუტა“ - მესტიის N2 საჯარო სკოლამ მოსწავლეებისთვის დისტანციურად კონკურსი ჩაატარა
31-03-2020
-
+


მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლამ თემაზე - „დედამიწა გაიბუტა“ მოსწავლეებისთვის დისტანციური კონკურსი ჩაატარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს ნასწავლი თემები ბუნებრივ კატასტროფებზე, ეკოლოგიაზე, ადამიანის გარემოსთან დამოკიდებულებაზე, ეს ყველაფერი დაუკავშირეს დღევანდელობას და შექმნეს პატარ-პატარა საპრეზენტაციო პოსტერები. 

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახლებში გამოკეტილი მოსწავლეებისთვის სკოლა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება. 

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და მათი მშობლები. დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა და ხელოვნების მასწავლებელმა (ინეზა მარგიანი, ფიქრია ქურდიანი, თეა ხერგიანი) მოსწავლეებს შესთავაზეს თავისუფალი თემა: „დედამიწა გაიბუტა“. 

ეს აქტივობა ხელს უწყობს მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის თანამშრომლობას. წარმოგიდგენთ ნამუშევრებს და გვსურს მოსწავლეებს დავანახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა და დავალებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება", - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება