სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოკოტაურის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
30-03-2020
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის კოკოტაურის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, თუმცა როგორც სხვა სკოლებში, აქაც გამოიკვეთა დისტანციური სწავლების ხარვეზები. კერძოდ, მოსწავლეების ნაწილს არ აქვს ინტერნეტი.

„მნიშვნელოვანი გახდა მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა და მათი გონება და უნარ-ჩვევები რომ არ მოდუნდეს, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე.

მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობა როგორია სახელმწიფოში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ, ფუფუნება არა გვაქვს რეგიონებში მცხოვრებლებს, ვგულისხმობ ინტერნეტს.

აქაც არ მოვიკიჭლეთ და არსებული რესურსით მხარი ავუბით დისტანციურ სწავლებას, შევქმენით სოციალურ ქსელში სკოლის და საგნების მიხედვით დახურული ჯგუფები და ე. წ. „მესინჯერში“ ვიდეო ზარებით ვახორციელებთ მოსწავლეებთან კავშირს და სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ინტერნეტრესურსების  და სასწავლო მასალის მიწოდებას. აქაც პრობლემაა ის, რომ ყველა მოსწავლის მშობელს არ აქვს არც ტელეფონი არც ინტერნეტი, ხოლო ტელეფონი ვისაც აქვს, მას ამ პროგრამის მხარდაჭერა არ აქვს, ასეთ შემთხვევაში სატელეფონო ზარით ვეხმიანებით და ვაწვდით მასალებს.

სასურველია, არსებობდეს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემები და შემეცნებითი  პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით, ასევე აუცილებელია ინტერნეტი სოფლებშიც გვქონდეს, რეგიონის სკოლების კიდევ ერთხელ რომ არ დაიჩაგრონ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება